შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1746

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1746
თარიღი 23 მარტი, 2007
სხდომა № 5,645
კოდი S/RES/1746 (დოკუმენტი)
თემა ავღანეთი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1746 მიღებულია 2007 წლის 23 მარტს, ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ ყველა რეზოლუციის, მათ შორის 1659-ე (2006) და 1662-ე (2006) რეზოლუციების დადასტურების შემდეგ, საბჭომ გაეროს დამხმარე მისიას ავღანეთში (UNAMA) მანდატი დამატებითი თორმეტთვიანი პერიოდით, 2008 წლის 23 მარტამდე გაუგრძელა.[1]

1746-ე რეზოლუციის პრეამბულაში უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება ავღანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისადმი და მხარდაჭერა გამოუცხადა „ავღანეთის შეთანხმებისა“ და ავღანეთის ეროვნული განვითარების სტრატეგიის იმპლემენტაციას.

ამავდროულად, რეზოლუციამ აღიარა ავღანეთში არსებული პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ბუნება და ხაზი გაუსვა, რომ პროგრესი უსაფრთხოების, მმართველობისა და განვითარების საკითხებში ერთმანეთს განამტკიცებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიიჩნია თალიბანის, ალ-კაიდასა და სხვა დაჯგუფებების მხრიდან მომდინარე ნარკოტიკული და ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

საბჭომ კვლავ დაადასტურა გაეროს როლი ავღანეთში, განსაკუთრებით UNAMA-სა და უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო ძალების (ISAF) მიზნების სინერგია, და მხარი დაუჭირა 2002 წლის „ქაბულის დეკლარაციას კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“.[2]

უშიშროების საბჭომ UNAMA-ს მანდატი მიმდინარე რეზოლუციის მიღების დღიდან დამატებით თორმეტი თვით განაახლა. UNAMA-ს დაევალა ავღანეთის მხარდასაჭერად უფრო „თანმიმდევრული საერთაშორისო ჩართულობის“ წახალისება, ხოლო მისი საქმიანობის პროვინციებში გაფართოება საბჭოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული. ავღანეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, სრულად განეხორციელებინათ „ავღანეთის შეთანხმება“ და მიეღწიათ დასახული ორიენტირებისთვის.[3]

რეზოლუცია მიესალმა პროგრესს განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამაში, ასევე მართლმსაჯულების რეფორმისა და ოპიუმთან დაკავშირებული ნარკოტიკების კონტროლის ახალ სტრატეგიებს. ხაზი გაესვა ავღანური მხარეების ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგში ჩართვისა და კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობას.

უშიშროების საბჭომ მოითხოვა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა მთელ ავღანეთში და მოუწოდა UNAMA-სა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR), დახმარებოდნენ ავღანეთის კონსტიტუციის ადამიანის უფლებათა ასპექტების იმპლემენტაციაში.[4]

გარდა ამისა, ავღანეთს მოუწოდეს, ეთანამშრომლა UNAMA-სთან მისი მანდატის ფარგლებში, უზრუნველეყო მისი უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება. ISAF-ს, მათ შორის ოპერაცია „გამძლე თავისუფლების“ ფარგლებში, ეთხოვა, ყურადღება დაეთმოთ ალ-ქაიდას, თალიბანისა და სხვა დაჯგუფებების მხრიდან მომდინარე ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხეებისთვის. ამავდროულად, მხარეებს მოუწოდეს ავღანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარებისკენ.

საბოლოოდ, გენერალურ მდივან კოფი ანანს დაევალა ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends mandate of United Nations mission in Afghanistan until 23 March 2008“. United Nations. March 23, 2007.
  2. Swedish Network of Peace, Conflict, and Development Research (2009). The democratization project: opportunities and challenges. London: Anthem Press, გვ. 26. ISBN 978-1-84331-314-4. 
  3. „Afghan mission extended by UN Security Council“. CBC News. 23 March 2007.
  4. „UN council extends its peace mission in Afghanistan“. Pak Tribune. 25 March 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 January 2018. ციტირების თარიღი: 23 July 2011.