შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1665

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1665

დარფურის ლტოლვილები ჩადში
თარიღი 29 მარტი, 2006
სხდომა № 5,402
კოდი S/RES/1665 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია სუდანში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით 1665 ერთხმად იქნა მიღებული 2006 წლის 29 მარტს. სუდანში არსებული ვითარების შესახებ მანამდე არსებული რეზოლუციების, განსაკუთრებით კი 1556 (2004), 1591 (2005) და 1651 (2005) რეზოლუციების გახსენების შემდეგ, საბჭომ 2006 წლის 29 სექტემბრამდე გაუგრძელა მანდატი ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც დარფურის რეგიონში დაწესებული სანქციების შესრულებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აკონტროლებს.[1]

უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა თავისი ერთგულება სუდანში მშვიდობის დამყარების, ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციისა და დარფურის რეგიონში დარღვევების აღკვეთის მიმართ. საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გაეროს წესდების პრინციპების დაცვის აუცილებლობა, მათ შორის იმ პრინციპებისა, რომლებიც ეხება „კონვენციას პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“. საბჭოს წევრებმა განაცხადეს, რომ სიტუაცია კვლავ საფრთხეს უქმნის რეგიონში საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მიღებულმა რეზოლუციამ 2006 წლის 29 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა მანდატი ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც შეიქმნა 1591 რეზოლუციით და რომლის უფლებამოსილებაც მანამდე 1651 რეზოლუციით იყო გაგრძელებული, და დაავალა მას ანგარიშის წარდგენა სანქციების აღსრულებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე დაკვირვების თაობაზე.[2] გაეროს ყველა შესაბამის ორგანოს, აფრიკის კავშირსა და სხვა სუბიექტებს მოუწოდეს, ითანამშრომლონ ექსპერტთა ჯგუფთან და 1591 რეზოლუციით შექმნილ კომიტეტთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends mandate of panel of experts on Sudan until 29 September“. United Nations. March 29, 2006.
  2. McCormack, T.; Kleffner, J. K. (2009) Yearbook of International Humanitarian Law, Volume 9; Volume 2006. The Hague: T.M.C. Asser Press, გვ. 296. ISBN 978-90-6704-269-7.