შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1662

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1662
თარიღი 23 მარტი, 2006
სხდომა № 5,393
კოდი S/RES/1662 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ავღანეთში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1662, მიღებულია 2006 წლის 23 მარტს, ავღანეთის ვითარებასთან დაკავშირებული ყველა რეზოლუციის, მათ შორის 1589 (2005) და 1659 (2006) რეზოლუციების დადასტურების შემდეგ, საბჭომ გაახანგრძლივა ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) მანდატი დამატებითი თორმეტი თვით.[1]

უშიშროების საბჭომ კვლავ დადასტურა ვალდებულება ავღანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მიმართ. მხარი დაუჭირა ქვეყანას ბონის პროცესის (Bonn Agreement) დასრულებაზე და დაეთანხმა 2005 წლის სექტემბერში გამართულ არჩევნებს.

ამასობაში, რეზოლუციამ აღიარა ავღანეთში არსებული პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი და ხაზი გაუსვა უსაფრთხოების, მმართველობისა და განვითარებასთან დაკავშირებული პროგრესის ურთიერთგამამყარებელ საკითხებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია თალიბანის, ალ-კაიდისა და სხვა ჯგუფების მიერ შექმნილი ნარკოტიკული და ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა.

რეზოლუციის პრეამბულაში გამოხატულია შეშფოთება ექსტრემალური საქმიანობის მიერ შექმნილი საფრთხეების გამო. ასევე კვლავ დაადასტურა გაეროს როლი და მხარდაჭერა 2002 წლის ქაბულის დეკლარაციისა კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ.

უშიშროების საბჭომ განაახლა „გაეროს დახმარების მისია ავღანეთში“-ს (UNAMA) მანდატი დამატებითი თორმეტი თვით მიმდინარე რეზოლუციის მიღების თარიღიდან. ავღანეთის ხელისუფლებასა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, სრულად განეხორციელებინათ „ავღანეთის კომპაქტი" და შეესრულებინათ დასახული მაჩვენებლები.[2]

რეზოლუციამ მოიწონა პროგრესი ავღანეთის პოლიციისა და ავღანეთის არმიის კუთხით, ახალი ავღანური პარლამენტის გახსნას, განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამაში პროგრესს და სამართლის რეფორმასა და ოპიუმთან დაკავშირებულ ნარკოტიკების კონტროლთან შეხებაში ახალ სტრატეგიებს.[3]

უშიშროების საბჭომ განაცხადა ავღანეთის მასშტაბით ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემისკენ და მოსთხოვა UNAMA-სა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს (UNHCR), დახმარება გაეწიათ ავღანეთის კონსტიტუციის ადამიანის უფლებების ასპექტების განხორციელებაში.

გარდა ამისა, ავღანეთს მოუწოდეს, ეთანამშრომლა UNAMA-სთან მისი მანდატის განხორციელების პროცესში და უზრუნველყო მისი უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლება. საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალებს (ISAF), მათ შორის „ოპერაცია მდგრადი თავისუფლებას", სთხოვეს გაემკლავებინათ ალ-კაიდის, თალიბანისა და სხვა ჯგუფების მიერ ქვეყანაში შექმნილი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის საფრთხისთვის.[4]

ამასთანავე,ავღანეთს მოუწოდეს და მეზობელ ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცების ღონისძიებების ხელშეწყობისკენ. და ბოლოს, გენერალურ მდივანს კოფი ანანს დაევალა ყოველ ექვს თვეში ერთხელ წარედგინა ანგარიში ავღანეთში ვითარების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends Afghanistan mission for 12 months“. United Nations. March 23, 2006.
  2. „UN extends Afghanistan mission mandate“. ABC News (Australia). 24 March 2006.
  3. „Security Council extends UN mission in Afghanistan for one more year“. United Nations News Centre. 23 March 2006.
  4. Swedish Network of Peace, Conflict, and Development Research (2009). The democratization project: opportunities and challenges. Anthem Press, გვ. 26. ISBN 978-1-84331-314-4.