შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1648

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1648
თარიღი 21 დეკემბერი, 2005
სხდომა № 5,339
კოდი S/RES/1648 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1648, მიიღეს 2005 წლის 21 დეკემბერს. მას შემდეგ, რაც განიხილა გენერალური მდივნის, კოფი ანანის მოხსენება გაეროს დაშორიშორების ზედამხედველობის ძალების (UNDOF) შესახებ, საბჭომ მისი მანდატი კიდევ ექვსი თვით, 2006 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.[1]

რეზოლუციამ მოუწოდა დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ განეხორციელებინათ 338-ე რეზოლუცია (1973) და სთხოვა გენერალურ მდივანს, აღნიშნული პერიოდის ბოლოს წარედგინა მოხსენება არსებული ვითარების შესახებ.

გენერალური მდივნის მოხსენებაში, რომელიც ეყრდნობოდა UNDOF-ის შესახებ წინა რეზოლუციას, აღნიშნული იყო, რომ ისრაელსა და სირიას შორის ვითარება ზოგადად მშვიდი იყო, თუმცა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მთლიანობაში კვლავ დაძაბული რჩებოდა მანამ, სანამ საბოლოო მოგვარებას არ მიაღწევდნენ.[2]

საბჭომ ასევე მიესალმა UNDOF-ის ძალისხმევას სექსუალური ექსპლუატაციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარების საქმეში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ „Security Council unanimously adopts text renewing mandate of United Nations Disengagement Observer Force“. United Nations. 21 December 2005.
  2. ↑ Annan, Kofi. (7 December 2005) Report of the Secretary-General on the United Nations Disengagement Observer Force. United Nations.