შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 164

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 164
თარიღი 22 ივლისი 1961
სხდომა № 962
კოდი S/4882 (დოკუმენტი)
თემა ტუნისის საჩივარი
კენჭისყრა
მომხრე: 10
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 164 მიიღეს 1961 წლის 22 ივლისს. საბჭომ, ტუნისის სიტუაციასთან დაკავშირებით, მოითხოვა დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და ყველა შეიარაღებული ძალის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება.

ამ რეზოლუციის მიღებიდან ორი დღით ადრე, ტუნისმა მოითხოვა უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება, რათა განეხილა მისი საჩივარი საფრანგეთის მიერ ტუნისის სუვერენიტეტისა და უშიშროების წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შესახებ. 19 ივლისიდან ბიზერტა საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალების შეტევის ქვეშ იმყოფებოდა; საფრანგეთი ამტკიცებდა, რომ იცავდა ობიექტებს და კომუნიკაციების თავისუფლებას ამ ადგილზე.[1]

რეზოლუცია დამტკიცდა ათი ხმით. საფრანგეთი სხდომას ესწრებოდა, თუმცა ხმის მიცემაში არ მიუღია მონაწილეობა.

წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მოითხოვა გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიის ჩატარება 21-დან 25 აგვისტომდე სიტუაციის განსახილველად.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Wellens, Karen (1990). Resolutions and statements of the United Nations Security Council (1946–1989): a thematic guide. BRILL, გვ. 39. ISBN 978-0-7923-0796-9.