შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 163

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 163
თარიღი 9 ივნისი 1961
სხდომა № 956
კოდი S/4835 (დოკუმენტი)
თემა ანგოლასთან დაკავშირებული საკითხი
კენჭისყრა
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 163 მიიღეს 1961 წლის 9 ივნისს, გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 1603-ის შემდეგ, რომელიც აცხადებდა ანგოლას თვითმმართველობის არმქონე ტერიტორიად, საბჭომ კვლავ დაადასტურა ეს რეზოლუცია და მოუწოდა პორტუგალიას მოექცია პირობების შესაბამისად. საბჭომ მოუწოდა პორტუგალიელებს თავი ეშორებინათ რეპრესიული ზომებისთვის და ყველა შესაძლებლობა მიეცათ ანგოლაში არსებული სიტუაციის ქვეკომიტეტისთვის, რომელიც დაინიშნა გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პირობების შესაბამისად, ასევე გამოხატა იმედი, რომ მშვიდობიანი გმოსავალი იქნება ნაპოვნი და მოითხოვა, რომ ქვეკომიტეტმა რაც შეიძლება მალე წარუდგინოს ანგარიში საბჭოსა და გენერალურ ასამბლეას.

რიგმა წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს შეშფოთება ანგოლაში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის თვითგამორკვევის უფლების უარყოფა, ხოცვა-ჟლეტა და ანგოლელი ხალხის შეიარაღებული ჩახშობა.[1] პორტუგალიის, ინდოეთის, განას, კონგოს ბრაზავილის, ნიგერიის, მალის, ეთიოპიისა და მაროკოს წარმომადგენლები მოიწვიეს შეხვედრებში მონაწილეობისთვის.

რეზოლუცია მიღებულ იქნა ცხრა ხმით არცერთის წინააღმდეგ. საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Wellens, Karen (1990). Resolutions and statements of the United Nations Security Council (1946–1989): a thematic guide. BRILL, გვ. 58. ISBN 978-0-7923-0796-9.