გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1593
| გაეროს უს რეზოლუცია 1593 | |
|---|---|
|
დარფურის კონფლიქტის დროს განადგურებული დარფურის სოფლების რუკა (2004) | |
| თარიღი | 31 მარტი, 2005 |
| სხდომა № | 5,158 |
| კოდი | S/RES/1593 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია სუდანში |
კენჭისყრა |
მომხრე: 11 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 4 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1593 მიიღეს 2005 წლის 31 მარტს. დარფურის საკითხზე მომუშავე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საბჭომ სუდანის დარფურის რეგიონში არსებული ვითარება განსახილველად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადასცა და სუდანს სრული თანამშრომლობა დაავალა.[1] ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭომ საქმე სასამართლოს გადასცა და ქვეყანას მასთან თანამშრომლობა აიძულა.[2]
სუდანმა, რომელიც არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მუდმივი წევრი რომის წესდების საფუძველზე, უარი თქვა სასამართლოს იურისდიქციის აღიარებაზე და განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამ კრიზისში ადგილი საერთოდ არ აქვს“.[3]
მიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუცია მიიღეს 11 ხმით, არავინ იყო წინააღმდეგი, ხოლო ოთხმა ქვეყანამ: ალჟირმა, ბრაზილიამ, ჩინეთმა და აშშ-მა თავი შეიკავა. ალჟირის წარმომადგენელმა უპირატესობა აფრიკის კავშირის მიერ შემუშავებულ გზას მიანიჭა; ბრაზილია დაეთანხმა რეზოლუციას, თუმცა გააპროტესტა აშშ-ის ხედვა სასამართლოს სელექციურ იურისდიქციასთან დაკავშირებით; ჩინეთის წარმომადგენელი არ დაეთანხმა რომის სტატუტის ზოგიერთ ელემენტს და მიიჩნია, რომ დამნაშავეები სუდანის სასამართლოებს უნდა გაესამართლებინათ; ხოლო აშშ-მა, მიუხედავად სასამართლოს გარკვეული დებულებების გაპროტესტებისა, მხარი დაუჭირა ჰუმანიტარულ ინტერესებსა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას.[4]
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ 2002 წლის 1 ივლისიდან არსებული ვითარება განსახილველად გადასცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მოუწოდა ყველა სახელმწიფოს თანამშრომლობისკენ, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი რომის წესდების წევრები.[5] სასამართლო და აფრიკის კავშირი მიიწვიეს კონფლიქტთან დაკავშირებული სამართლებრივი პროცედურების პრაქტიკული მხარეების განსახილველად. ამასთან, სასამართლოს მოუწოდეს ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებების დაცვას და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლას დარფურში.
რეზოლუციამ ასევე ხაზი გაუსვა შერიგების მნიშვნელობას, მაგალითად, „ჭეშმარიტების დადგენის კომისიების“ შექმნის გზით.[6] იმ ქვეყნების მოქალაქეები (გარდა სუდანისა), რომლებიც არ აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას, სუდანთან დაკავშირებული ქმედებებისთვის დაექვემდებარებიან საკუთარი სახელმწიფოების იურისდიქციას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council refers situation in Darfur, Sudan, to Prosecutor of International Criminal Court“. United Nations. 31 March 2005.
- ↑ Kohen, Marcelo G.; Caflisch, Lucius (2007). Promoting justice, human rights and conflict resolution through international law. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 433. ISBN 978-90-04-15383-7.
- ↑ ICC prosecutor seeks UN support for arrest of suspected Sudan war criminals, JURIST, 12 June 2010, http://jurist.org/paperchase/2010/06/icc-prosecutor-seeks-un-support-for-arrest-of-suspected-sudan-war-criminals.php
- ↑ Schiff, Benjamin N. (2008). Building the international criminal court. Cambridge University Press, გვ. 232. ISBN 978-0-521-69472-8.
- ↑ Associated Press (1 April 2005). „UN refers Sudanese war crimes suspects to ICC“. Khaleej Times.
- ↑ Kerr, Rachel; Mobekk, Eirin (2007) Peace and justice: seeking accountability after war. Polity, გვ. 77. ISBN 978-0-7456-3423-4.
| |||||