შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 156

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 156

დომინიკის რესპუბლიკის რუკა
თარიღი 9 სექტემბერი, 1960
სხდომა № 895
კოდი S/4491 (დოკუმენტი)
თემა დომინიკის რესპუბლიკის საკითხი
კენჭისყრა
მომხრე: 9
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 2
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

ამერიკის სახელმწიფოების ორგანიზაციის (OAS) გენერალური მდივნის ანგარიშის მიღების შემდეგ, გაეროს უშიშროების საბჭოს 156-ე რეზოლუციით, რომელიც მიიღეს 1960 წლის 9 სექტემბერს, საბჭომ მოიწონა ამერიკის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების კონსულტაციების შეხვედრის პირველი რეზოლუცია, რომლითაც მიეღწია შეთანხმებას, დომინიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით ზომების გამოყენების შესახებ.

ვენესუელას პრეზიდენტ რომულო ბეტანკურის მკვლელობის მცდელობაში მონაწილეობის,[1] ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და ტრუხილოს რეჟიმის მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილების შემდეგ, საბჭოთა კავშირმა რეზოლუციის ტექსტური ვერსია წარადგინა, თუმცა, არასამხედრო სანქციების საკითხის გამო, საბჭოს სხვა წევრებმა ეს რეზოლუცია უარყვეს.[2]

რეზოლუცია მიიღეს ცხრა ხმით, არცერთის წინააღმდეგ; პოლონეთის სახალხო რესპუბლიკამ და საბჭოთა კავშირმა თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Final Act of the Sixth Meeting of Consultation of Ministers of Foreign Affairs of 21 August 1960, Resolution 1, OAS Official Records, OEA/Ser.C/II.6
  2. ↑ Frowein, Jochen Abr (1997). Max Planck Yearbook of United Nations Law, Volume 1. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 177–178. ISBN 978-90-411-0700-8.