გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1453
| გაეროს უს რეზოლუცია 1453 | |
|---|---|
|
ავღანეთის მეზობელი ქვეყნები | |
| თარიღი | 24 დეკემბერი, 2002 |
| სხდომა № | 4,682 |
| კოდი | S/RES/1453 (დოკუმენტი) |
| თემა | ავღანეთი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1453 მიღებულია 2002 წლის 24 დეკემბერს. ავღანეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ყველა წინა დადგენილების ხელახლა დადასტურების შემდეგ, საბჭომ მხარი დაუჭირა „ქაბულის დეკლარაციას კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“, რომელსაც ავღანეთის მთავრობამ და მისმა ექვსმა მეზობელმა ქვეყანამ 2002 წლის 22 დეკემბერს მოაწერეს ხელი.[1]
უშიშროების საბჭომ კვლავ დაადასტურა თავისი ერთგულება ავღანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მიმართ და გარდამავალი ადმინისტრაცია ლეგიტიმურ მთავრობად ცნო 2004 წლისთვის დაგეგმილ არჩევნებამდე. მან ასევე ხაზი გაუსვა ბონის შეთანხმების შესრულების მხარდაჭერასა და გარდამავალი ადმინისტრაციისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობას.
რეზოლუციაში მხარდაჭერილ იქნა ავღანეთის, ჩინეთის, ირანის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის მიერ „ქაბულის დეკლარაციის კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ ხელმოწერა, და საბჭომ მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, პატივი სცენ და შეასრულონ ეს შეთანხმება.[2]საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს სთხოვეს, ავღანეთის შესახებ თავის მოხსენებებში ასახოს ამ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა.
„ქაბულის დეკლარაციაში კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“ ხაზგასმული იყო ავღანელი ხალხის კეთილდღეობა, რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა, მზადყოფნა ტერორიზმის, ექსტრემიზმისა და უკანონო ნარკოვაჭრობის დასამარცხებლად, აგრეთვე ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩაურევლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council endorses 22 December Kabul declaration“. United Nations. 24 December 2002.
- ↑ „Council endorses Kabul Declaration on Good-Neighborly Relations“. 24 December 2002.
| |||||