გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1451
| გაეროს უს რეზოლუცია 1451 | |
|---|---|
|
სასაზღვრო გადასასვლელი ისრაელსა და სირიას შორის | |
| თარიღი | 17 დეკემბერი, 2002 |
| სხდომა № | 4,670 |
| კოდი | S/RES/1451 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1451 ერთხმად მიიღეს 2002 წლის 17 დეკემბერს. გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის, მიერ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განშტოების დამკვირვებელთა ძალების (UNDOF) შესახებ წარდგენილი ანგარიშის განხილვის შემდეგ, საბჭომ მისი მანდატი კიდევ ექვსი თვით, 2003 წლის 30 ივნისამდე გააგრძელა.[1]
რეზოლუცია მოუწოდებდა დაინტერესებულ მხარეებს დაუყოვნებლივ შეესრულებინათ 338-ე რეზოლუცია (1973) და სთხოვდა გენერალურ მდივანს, ამ პერიოდის ბოლოს მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარედგინა.
გენერალური მდივნის ანგარიში, რომელიც წინა რეზოლუციის შესაბამისად მომზადდა UNDOF-ის შესახებ, აღნიშნავდა, რომ ისრაელსა და სირიას შორის სიტუაცია მშვიდი რჩებოდა და სერიოზული ინციდენტები არ დაფიქსირებულა, თუმცა ახლო აღმოსავლეთში საერთო მდგომარეობა კვლავ საშიშად მიიჩნეოდა, ვიდრე საბოლოო შეთანხმებას არ მიღწევდნენ.[2]
გარდა ამისა, მან აღიარა UNDOF-ისთვის ნაღმების საფრთხე და შებაას ფერმების ტერიტორიაზე არსებული დაძაბული სიტუაცია.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council extends Israel–Syria disengagement force until 30 June 2003“. United Nations. 17 December 2002.
- ↑ Annan, Kofi. (4 December 2002) Report of the Secretary-General on the United Nations Disengagement Observer Force. United Nations.
- ↑ United Nations (2004). Yearbook of the United Nations 2002. New York: United Nations Publications, გვ. 483. ISBN 978-92-1-100904-0.
| |||||