გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1422
| გაეროს უს რეზოლუცია 1422 | |
|---|---|
|
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში | |
| თარიღი | 12 ივლისი, 2002 |
| სხდომა № | 4,572 |
| კოდი | S/RES/1422 (დოკუმენტი) |
| თემა | გაეროს სამშვიდობო საქმიანობა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1422 — მიღებულია 2002 წლის 12 ივლისს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის ძალაში შესვლის შემდეგ. საბჭომ სისხლისსამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი მიანიჭა გაეროს სამშვიდობო მისიების იმ პერსონალს, რომელთა ქვეყნებიც არ იყვნენ სასამართლოს წევრები.[1]
რეზოლუცია მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნით, რომელიც იმუქრებოდა, რომ დაადებდა ვეტოს გაეროს ყველა სამშვიდობო მისიის გაგრძელებას (მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის განახლებას, რომელიც იმავე დღეს განიხილებოდა)[2] თუ მისი მოქალაქეები დაცულები არ იქნებოდნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან.[3] რეზოლუცია 1422 ძალაში შევიდა 2002 წლის 1 ივლისს ერთი წლის ვადით. მისი მოქმედების ვადა კიდევ 12 თვით გაგრძელდა რეზოლუცია 1487-ით, რომელიც 2003 წლის 12 ივნისს მიიღეს. თუმცა, 2004 წელს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა კადრები სადაც ასახული იყო აბუ-გეიბის ციხეში ამერიკელი სამხედროების მიერ ერაყელი პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა, უშიშროების საბჭომ უარი თქვა იმუნიტეტის ხელახლა გაგრძელებაზე და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააუქმა თავისი მოთხოვნა.[4]
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაკვირვებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რეზოლუციის პრეამბულაში საბჭომ ხაზი გაუსვა გაეროს ოპერაციების მნიშვნელობას მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში. საბჭომ აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანა არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის მომხრე ან ყველა მათგანს არ აქვს აღიარებული სტატუტის იურისდიქცია და რომ ასეთი ქვეყნები საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობების შესრულებას საკუთარი ეროვნული იურისდიქციის ფარგლებში გააგრძელებენ.
დადგენილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე უშიშროების საბჭომ მოითხოვა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2002 წლის 1 ივლისიდან მოყოლებული 12 თვის განმავლობაში, თავი შეეკავებინა იმ თანამდებობის პირების მიმართ გამოძიების დაწყების ან გაგრძელებისგან, რომელთა სახელმწიფოებიც არ არიან სასამართლოს სტატუტის მომხრეები.[5] საბჭომ განიძრახა 12 თვის განმავლობაში საჭიროებისამებრ განეახლებინა ღონისძიების ვადა. რეზოლუციამ მოუწოდა სახელმწიფოებს, არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ამ გადაწყვეტილებას და მათ საერთაშორისო ვალდებულებებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council requests International Criminal Court not to bring cases against peacekeeping personnel from states not party to the statute“. United Nations. 12 July 2002.
- ↑ „Dispute over war crimes court settled“. BBC News. 13 July 2002.
- ↑ Human Rights Watch. (May 2003) The ICC and the Security Council: Resolution 1422. Human Rights Watch.
- ↑ „Q&A: International Criminal Court“. BBC News. 4 March 2009.
- ↑ Langholtz, Harvey (2003). International Peacekeeping: The Yearbook of International Peace Operations. Martinus Nijhoff Publishers, გვ. x. ISBN 978-90-411-2191-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||