გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1421
| გაეროს უს რეზოლუცია 1421 | |
|---|---|
|
სტაბილიზაციის ძალების ჯარები | |
| თარიღი | 3 ივლისი, 2002 |
| სხდომა № | 4,566 |
| კოდი | S/RES/121 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ბოსნია და ჰერცეგოვინაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1421 ერთხმად იქნა მიღებული 2002 წლის 3 ივლისს. ყოფილ იუგოსლავიაში არსებული კონფლიქტის შესახებ ყველა წინა რეზოლუციის, განსაკუთრებით კი 1357-ე (2001), 1418-ე (2002) და 1420-ე (2002) რეზოლუციების გათვალისწინებით, საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად, გააგრძელა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის (UNMIBH) მანდატი და გასცა სტაბილიზაციის ძალების (SFOR) მუშაობის გაგრძელების ნებართვა 2002 წლის 15 ივლისამდე.[1]
1420-ე (2002) რეზოლუციის მსგავსად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ მისი მშვიდობისმყოფელების პოლიტიზებული დევნის გამო. აშშ არ ცნობდა ამ სასამართლოს იურისდიქციას, რომლის წესდებაც (სტატუტი) ძალაში 2002 წლის 1 ივლისს შევიდა.[1] ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის (UNMIBH) მანდატის გაგრძელებამ მეტი დრო მისცა კონსულტაციებს იმ გაეროს პერსონალის იმუნიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) არამცნობი ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.[2]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 „Council extends Bosnia and Herzegovina mandate until 15 July“. United Nations. 3 July 2002.
- ↑ „UN Bosnia mission extended“. BBC News. 4 July 2002.
| |||||