გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1413
| გაეროს უს რეზოლუცია 1413 | |
|---|---|
|
ქაბულის პროვინცია ავღანეთში | |
| თარიღი | 23 მაისი, 2002 |
| სხდომა № | 4,541 |
| კოდი | S/RES/1413 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ავღანეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 13 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1413, ერთხმად მიიღეს 2002 წლის 23 მაისს. მას შემდეგ, რაც საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ავღანეთში არსებული მდგომარეობის შესახებ მიღებული ყველა რეზოლუცია, განსაკუთრებით 1386-ე (2001) რეზოლუცია, ასევე ტერორიზმის შესახებ მიღებული 1368-ე (2001) და 1373-ე (2001) რეზოლუციები, საბჭომ საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების (ISAF) უფლებამოსილება 2002 წლის 20 ივნისიდან კიდევ ექვსი თვის ვადით გააგრძელა.[1]
უშიშროების საბჭომ აღიარა, რომ ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების, კანონიერებისა და წესრიგის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა თავად ავღანელებს ეკისრებოდათ.[2] საბჭომ დადებითად შეაფასა გაერთიანებული სამეფოს ლიდერობა ISAF-ის ფორმირებაში და მრავალი ქვეყნის წვლილი ამ ძალებში. ამავდროულად, საბჭომ აღნიშნა თურქეთის მზადყოფნა, ეკისრა ISAF-ის ხელმძღვანელობა. საბჭომ ასევე დაადგინა, რომ ავღანეთში არსებული ვითარება საფრთხეს უქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და მოითხოვა ISAF-ისგან თავისი მანდატის შესრულება.
გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე, საბჭომ 2002 წლის 20 დეკემბრამდე, კიდევ ექვსი თვის ვადით, გააგრძელა ISAF-ის უფლებამოსილება დედაქალაქ ქაბულსა და მის შემოგარენში, ხოლო ISAF-ში მონაწილე ყველა სახელმწიფოს მისცა უფლება, გამოეყენებინათ ყველა საჭირო ზომა მანდატის შესასრულებლად.[3] სახელმწიფოებს მოუწოდეს, უზრუნველეყოთ ISAF-ი პერსონალით, აღჭურვილობითა და სხვა რესურსებით, ასევე შეეტანათ წვლილი ნებაყოფლობით სატრასტო ფონდში.[4]
დასასრულს, ISAF-ის ხელმძღვანელობას დაევალა ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა მანდატის იმპლემენტაციის მიმდინარეობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council extends Afghanistan security force for six months“. United Nations. 23 May 2002.
- ↑ „Afghan peacekeepers stay on“. BBC News. 23 May 2002.
- ↑ Schmitt, Michael N. (2009). The war in Afghanistan: a legal analysis. Government Printing Office, გვ. 121. ISBN 978-1-884733-64-2.
- ↑ Bhatia, Shyam (2003). Contemporary Afghanistan: a political dictionary. Har-Anand Publications, გვ. 155. ISBN 978-81-241-0901-4.
| |||||