გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1401
| გაეროს უს რეზოლუცია 1401 | |
|---|---|
|
ავღანეთი | |
| თარიღი | 28 მარტი, 2002 |
| სხდომა № | 4501 |
| კოდი | S/RES/1401 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ავღანეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1401 მიღებულია ერთხმად 2002 წლის 28 მარტს. ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ ყველა წინა რეზოლუციის, მათ შორის 1378 (2001), 1383 (2001) და 1386 (2001) რეზოლუციების გახსენების შემდეგ, უშიშროების საბჭომ ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) შექმნას მხარი დაუჭირა.[1] გაეროს დახმარების მისია (UNAMA) ავღანეთში გაეროს დიდი ხნის განმავლობაში მოქმედ სპეციალურ მისიას ჩაანაცვლებს.[2]
უშიშროების საბჭომ ბონის შეთანხმებისადმი საკუთარი მხარდაჭერა და ავღანელი ხალხის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ავღანელი ხალხის პოლიტიკური მომავალი, გაიხსენა. უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა უკანონო ნარკოვაჭრობის, იარაღით ვაჭრობისა და ნაღმების საფრთხესთან ბრძოლის მნიშვნელობას. უშიშროების საბჭომ დონორ ქვეყნებს, რომლებმაც ფინანსური დახმარების გაცემის პირობა დადეს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.
რეზოლუციამ გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) 12-თვიანი საწყისი პერიოდით შექმნას, გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის ანგარიშში აღწერილი მანდატითა და სტრუქტურით, მხარი დაუჭირა. ანგარიშის თანახმად, გაეროს დახმარების მისია (UNAMA) ორ მთავარ სფეროზე: პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე დახმარებაზე, აღდგენასა და რეკონსტრუქციაზე, ქვეყნის მასშტაბით გახსნილი ოფისების მეშვეობით, ყურადღებას გაამახვილებს.[3] უშიშროების საბჭომ ავღანეთში გაეროს საქმიანობის წარმართვაში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ლახდარ ბრაჰიმის როლი დაადასტურა.[4] ავღანეთის მხარეებს გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) პერსონალის უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.[5]
უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ აღდგენითი და რეკონსტრუქციის დახმარების გაწევა ბონის შეთანხმების განხორციელებაში ხელშემწყობი ფაქტორი გახდება. გარდა ამისა, უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება საჭიროებისამებრ უნდა მიეწოდოს და ავღანეთის ხელისუფლებამ უსაფრთხო გარემო უნდა შეინარჩუნოს და ადამიანის უფლებებს პატივი უნდა სცეს.
დასასრულს, საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშემწყობ ძალებს (ISAF) გაეროს გენერალურ მდივანთან და გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.[6] გაეროს გენერალურ მდივანს მიმდინარე რეზოლუციის შესრულების შესახებ ყოველ ოთხ თვეში ერთხელ ანგარიშის წარდგენა დაევალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Text of the Resolution at undocs.org
- UNAMA website დაარქივებული 2010-07-31 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council endorses establishment of UN Assistance Mission in Afghanistan for initial 12-month period“. United Nations. 28 March 2002.
- ↑ Future of Peace Operations Project. (June 2002) Rebuilding Afghanistan: The United Nations Assistance Mission in Afghanistan. Henry L. Stimson Centre.
- ↑ Annan, Kofi. (18 March 2002) The situation in Afghanistan and its implications for international peace and security. United Nations.
- ↑ Voss, Michael (28 March 2002). „UN to set up Afghan mission“. BBC News.
- ↑ Bhatia, Shyam (2003). Contemporary Afghanistan: a political dictionary. Har-Anand Publications, გვ. 183. ISBN 978-81-241-0901-4.
- ↑ Conte, Alex (2005). Security in the 21st century: the United Nations, Afghanistan, and Iraq. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 59. ISBN 978-0-7546-2442-4.
| |||||