გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1388
| გაეროს უს რეზოლუცია 1388 | |
|---|---|
|
„Ariana Afghan Airlines“-ის საჰაერო ხომალდი | |
| თარიღი | 15 იანვარი, 2002 |
| სხდომა № | 4,449 |
| კოდი | S/RES/1388 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება ავღანეთში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1388 ერთხმად მიიღეს 2002 წლის 15 იანვარს, ავღანეთში არსებული ვითარების შესახებ 1267-ე (1999) და 1333-ე (2000) რეზოლუციების გახსენების შემდეგ. საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის შესაბამისად მოქმედებით, მოხსნა სანქციები ავიაკომპანია „Ariana Afghan Airlines“-ს, რადგან იგი აღარ იმყოფებოდა თალიბანის ან მისი წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ.[1]
რეზოლუციის დებულებებმა ასევე გააუქმა ავიაკომპანიასთან დაკავშირებული შეზღუდვები, როგორიც იყო ყველა სახელმწიფოსთვის დაკისრებული ვალდებულება, უარი ეთქვათ „Ariana Afghan Airlines“-ის საჰაერო ხომალდებისთვის მათ ტერიტორიაზე დაფრენის, აფრენის ან გადაფრენის ნებართვაზე; სახსრებისა და ფინანსური აქტივების გაყინვა; და მათი ტერიტორიის ფარგლებში ავიაკომპანიის ოფისების დახურვა.[2]
სანქციები თავდაპირველად იმ მიზნით დაწესდა, რომ თალიბანის რეჟიმს ეიძულებინა ოსამა ბინ ლადენის გადაცემა, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბრალი წაუყენა 1998 წელს კენიასა და ტანზანიაში განხორციელებული აფეთქებების გამო.[3]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council decides to lift restrictions on Ariana Afghan Airlines“. United Nations. 15 January 2002.
- ↑ Gowlland-Debbas, Vera (2004). National implementation of United Nations sanctions: a comparative study. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 15. ISBN 978-90-04-14090-5.
- ↑ „With Taliban out, Security Council lifts sanctions against Ariana Afghan Airlines“. United Nations News Centre. 15 January 2002.
| |||||