გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1353
| გაეროს უს რეზოლუცია 1353 | |
|---|---|
|
გაეროს შტაბინა ნიუ-იორკში | |
| თარიღი | 13 ივნისი, 2001 |
| სხდომა № | 4,326 |
| კოდი | S/RES/1353 |
| თემა | სამხედრო კონტრიბუტორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 არ ესწრებოდა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1353 მიღებულია 2001 წლის 13 ივნისს, 1318-ე (2000) და 1327-ე (2000) რეზოლუციების დადასტურების შემდეგ, საბჭო შეთანხმდა წინადადებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა გაეროს კავშირების გაძლიერებას ჯარების მომწოდებელ ქვეყნებსა და სამდივნოსთან სამშვიდობო ოპერაციების განხორციელების პროცესში.[1]
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაკვირვებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წლის 16 იანვარს გაიმართა დებატები სამშვიდობო მისიებში ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების დებულებების, განსაკუთრებით საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიმართ ერთგულების დადასტურებით, საბჭომ ხაზი გაუსვა გაეროს სამშვიდობოების უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას და ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესების აუცილებლობას.
დადგენილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უშიშროების საბჭო დასთანხმდა რეზოლუციის დანართებში მოცემული დებულებების მიღებას. მან სთხოვა სამშვიდობო ოპერაციების სამუშაო ჯგუფს, გაეგრძელებინა მუშაობა გაეროს სამშვიდობო ოპერაციების ეფექტურობის ასამაღლებლად და ექვსი თვის ვადაში შეეფასებინა და მოემზადებინა ანგარიში ამ რეზოლუციის მიღების შესახებ.
დანართი 322
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან თანამშრომლობის პრინციპები აღიარებულ იქნა, რომ ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან პარტნიორობა აუცილებელი იყო მათთვის დაკისრებული მანდატების შესასრულებლად. ასევე აღინიშნა, რომ ამ ქვეყნებს ესაჭიროებოდათ ეფექტური წვრთნა და დახმარება სამდივნოსგან. თავად სამდივნოს კი ესაჭიროებოდა შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად.
ოპერატიული საკითხები
წახალისებულ იქნა რეგიონული სამშვიდობო ცენტრების ჩამოყალიბება, ხოლო გენერალურ მდივანს სთხოვეს, სამშვიდობო მისიების მსვლელობისას გამართულიყო დისკუსიები ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან, რათა მომხდარიყო არსებული გამოცდილების შეფასება და გაკვეთილების გამოტანა მომავალი მისიებისთვის და აღნიშნული ინფორმაცია ასახულიყო საბჭოსთვის წარდგენილ რეგულარულ ანგარიშებში.[2] საბჭომ სადაზვერვო მისიები სამშვიდობო ოპერაციების განვითარებისათვის აუცილებელ პირობად მიიჩნია. საჭირო იყო სამდივნოს შესაძლებლობების გაძლიერება ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის მიმართულებით, რათა მას უკეთესი კონსულტაციები გაეწია უშიშროების საბჭოსა და ჯარების მომწოდებელი ქვეყნებისთვის. ასევე, აუცილებელი იყო საზოგადოებრივი ინფორმაციის ეფექტური პროგრამა სამშვიდობო მისიებისადმი მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
სხვა მექანიზმები
ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენდა სამშვიდობო ოპერაციების გაძლიერება სამხედრო-შტაბის კომიტეტისა და ისეთი არაფორმალური მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა „მეგობართა ჯგუფი“.
შემდგომი ღონისძიებები
ექვსი თვის ვადაში უნდა შეფასებულიყო ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან გამართული შეხვედრების ეფექტურობა, სისტემის შესაძლო გაუმჯობესების მიზნით.
დანართი II
უშიშროების საბჭომ წარადგინა წინადადება, რომ ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს უშიშროების საბჭოსა და ჯარების მომწოდებელი ქვეყნების საჯარო ან დახურულ სხდომებზე; ასევე, საკონსულტაციო შეხვედრები ჯარების მომწოდებელ ქვეყნებთან და შეხვედრები სამდივნოსა და ჯარების მომწოდებელ ქვეყნებს შორის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council agrees on strengthening partnership with troop-contributing states“. United Nations. 13 June 2001.
- ↑ „Security Council boosts coordination with States contributing to UN peacekeeping“. United Nations News Centre. 13 June 2001.