გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1343
| გაეროს უს რეზოლუცია 1343 | |
|---|---|
|
სიერა-ლეონესა და ლიბერიის მდებარეობა აფრიკაში | |
| თარიღი | 7 მარტი, 2001 |
| სხდომა № | 4,287 |
| კოდი | S/RES/1343 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება სიერა-ლეონეში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1343, ერთხმად იქნა მიღებული 2001 წლის 7 მარტს, მას შემდეგ რაც გაიხსენა სიერა ლეონესა და რეგიონთან დაკავშირებული რეზოლუციები, მათ შორის რეზოლუციები 1132 (1997), 1171 (1998) და 1306 (2000), საბჭომ მოითხოვა, რომ ლიბერიას შეეწყვიტა სიერა ლეონეში მოქმედი მეამბოხეების მხარდაჭერა და დაემუქრა ფართომასშტაბიანი სანქციების დაწესებით, თუ ქვეყანა არ დაემორჩილებოდა უშიშროების საბჭოს. დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოების ეკონომიკურმა გაერთიანებამ მოუწოდა გაეროს, გადაედო ლიბერიის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების ამოქმედება. სანქციები ძალაში შევიდა 2001 წლის მაისში, მას შემდეგ რაც ლიბერიის მთავრობამ გააგრძელა კავშირები სიერა ლეონეს მეამბოხეებთან, რაც არღვევდა უშიშროების საბჭოს[1] მოთხოვნებს.
რეზოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსაზრებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღინიშნა, რომ ალმასები წარმოადგენდა სიერა ლეონეში მოქმედი რევოლუციური ერთიანი ფრონტის და სხვა შეიარაღებული ჯგუფების შემოსავლის ძირითად წყაროს. ალმასები სიერა ლეონედან ლიბერიის გავლით გადიოდა ლიბერიის ხელისუფლების ნებართვით და არსებობდა შეშფოთება იმის გამო, რომ ლიბერიის მთავრობა მხარს უჭერდა აღნიშნულ დაჯგუფებას ყველა დონეზე.[2] არალეგალური ალმასებით ვაჭრობა აძლიერებდა კონფლიქტს სიერა ლეონეში და ვრცელდებოდა მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ლიბერიაში. საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთ აფრიკის ყველა სახელმწიფოს, განსაკუთრებით ლიბერიას, შეეწყვიტათ სამხედრო მხარდაჭერა მეზობელ ქვეყნებში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფებისთვის ან არ დაეშვათ მათი ტერიტორიის გამოყენება სხვა სახელმწიფოებზე თავდასხმებისთვის. საბჭომ დაადგინა, რომ ლიბერიის მთავრობის მიერ სიერა ლეონეში მოქმედი მეამბოხეების მხარდაჭერა წარმოადგენდა საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.
ქმედებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემდეგი დებულებები მიღებულ იქნა გაეროს წესდების მეშვიდე თავის საფუძველზე, რაც მათ სავალდებულო ხასიათს ანიჭებს.
უშიშროების საბჭომ გაიხსენა რეზოლუციები 788 (1992) და 985 (1995) და აღნიშნა, რომ ლიბერიის კონფლიქტი დასრულებული იყო და ჩატარებული იყო არჩევნები. იარაღის ემბარგო გაუქმდა და სანქციების მონიტორინგისთვის შექმნილი კომიტეტი დაიშალა.
რეზოლუციამ მოითხოვა, რომ ლიბერიის მთავრობას შეეწყვიტა სიერა ლეონეს მეამბოხეების მხარდაჭერა და ქვეყნიდან გაეძევებინა აღნიშნული ჯგუფის წევრები; შეეწყვიტა ფინანსური და სამხედრო დახმარება; შეწყვიტა ნედლი ალმასების იმპორტი; გაეყინა მეამბოხეთა აქტივები და შეეჩერებინა ლიბერიაში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდების მოქმედება შესაბამისი რეგისტრაციის სისტემის[3] ამოქმედებამდე. გარდა ამისა, ლიბერიის პრეზიდენტს ჩარლზ ტეილორს სთხოვეს დაეშვა გაეროს მისიის თავისუფალი გადაადგილება ქვეყანაში და დაებრუნებინა ჩამორთმეული იარაღი და აღჭურვილობა; გაეთავისუფლებინა ყველა გატაცებული პირი და ჩაერთო მებრძოლები განიარაღების, დემობილიზაციისა და რეინტეგრაციის პროგრამებში. ასევე მოითხოვა, რომ რეგიონში ყველა სახელმწიფოს მიეღო ზომები მეზობელ ქვეყნებზე შეიარაღებული თავდასხმების აღსაკვეთად, რაც შეიძლება გამოეწვია დესტაბილიზაცია გვინეას, სიერა ლეონესა და ლიბერიის საზღვრებზე. ყველა ქვეყანას დაევალა ლიბერიის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს განხორციელება, მათ შორის სამხედრო დახმარების აღკვეთა; ეს ზომები არ ვრცელდებოდა გაეროს ან ჰუმანიტარული პერსონალის საჭიროებებზე. აიკრძალა ლიბერიიდან ნედლი ალმასების იმპორტი და დაწესდა მოგზაურობის აკრძალვა ლიბერიის მთავრობის მაღალჩინოსნებზე და იმ პირებზე, რომლებიც ეხმარებოდნენ სიერა ლეონეს მეამბოხეებს; ჰუმანიტარული და რელიგიური გამონაკლისები უნდა დაეშვა უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილ კომიტეტს. საბჭომ გადაწყვიტა, რომ სანქციები ამოქმედდებოდა აღმოსავლეთ დროით 00:01 საათზე, ორი თვის შემდეგ რეზოლუციის მიღებიდან, თუ ლიბერია არ შეასრულებდა მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში იარაღის ემბარგო იმოქმედებდა 14 თვის განმავლობაში, ხოლო ემბარგო და მოგზაურობის აკრძალვა — 12 თვის განმავლობაში, რის შემდეგაც მოხდებოდა მათი გადახედვა. ამასთან დაკავშირებით გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, სთხოვეს პირველი ანგარიში წარედგინა 2001 წლის 30 აპრილს და შემდეგ ყოველ ექვს თვეში ერთხელ, ლიბერიის მიერ მოთხოვნების შესრულებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ. უშიშროების საბჭომ ასევე დაამტკიცა კომიტეტის შექმნა, რომელიც შეაგროვებდა ინფორმაციას, გამოიძიებდა დარღვევებს და შეიმუშავებდა რეკომენდაციებს სანქციების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. ლიბერიის მთავრობასა და დასავლეთ აფრიკის ალმასის ექსპორტიორ ქვეყნებს მოუწოდეს შექმნან წარმოშობის სერტიფიკატების სისტემა. ქვეყნებს სთხოვეს ებრძოლათ იარაღის გავრცელებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ დასავლეთ აფრიკაში და 30 დღის განმავლობაში წარედგინათ ანგარიში მიღებული ზომების შესახებ. გენერალურ მდივანს სთხოვეს ექვსი თვის ვადით შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი, მაქსიმუმ ხუთი წევრით, რომელიც გამოიძიებდა ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციასა და კონფლიქტებს შორის კავშირს სიერა ლეონესა და მეზობელ ქვეყნებში და გააკონტროლებდა ლიბერიის მთავრობის მიერ მოთხოვნების შესრულებას. ნებისმიერი ინფორმაცია, განსაკუთრებით სანქციების დარღვევასთან დაკავშირებით, უნდა მიწოდებოდა შესაბამის წევრ სახელმწიფოებს. ყველა ქვეყანას მოუწოდეს თანამშრომლობისკენ, ხოლო საბჭომ გადაწყვიტა სანქციების გადახედვა 60 დღის შემდეგ და შემდგომ ყოველ ექვს თვეში ერთხელ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Text of the Resolution at undocs.org
- Liberia Sanctions Committee established in Resolution 1343 საიტზე Wayback Machine (archived 3 August 2009)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council demands that Liberia immediately cease support Sierra Leone's RUF and other armed rebel groups“. United Nations. 7 March 2001.
- ↑ Fischer, Horst (2004). Yearbook of International Humanitarian Law:, Volume 4; Volume 2001. Cambridge University Press, გვ. 306. ISBN 978-90-6704-169-0.
- ↑ Crossette, Barbara (8 March 2001). „Behave or Face a Diamond Ban, Security Council Tells Liberians“. The New York Times.