შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 134

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 134

ტილო, რომელიც ასახავს საპროტესტო აქციაზე მომხდარ მკვლელობას
თარიღი 1 აპრილი, 1960
სხდომა № 856
კოდი S/4300 (დოკუმენტი)
თემა სამხრეთ აფრიკის კავშირის საკითხი
კენჭისყრა
მომხრე: 9
წინააღმდეგი: არცერთი
თავი შეიკავა: გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 134 მიიღეს ოცდაცხრა წევრი სახელმწიფოს საჩივრის შემდეგ, 1960 წლის 1 აპრილს, "სამხრეთ აფრიკის კავშირში რასობრივი დისკრიმინაციისა და სეგრეგაციის წინააღმდეგ უიარაღო და მშვიდობიანი დემონსტრანტების მასშტაბური მკვლელობის შედეგად წარმოშობილი სიტუაციის" შესახებ. საბჭომ დაასკვნა, რომ სიტუაცია გამოწვეული იყო სამხრეთ აფრიკის კავშირის მთავრობის პოლიტიკით და განაცხადა, რომ თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდებოდა, იგი საფრთხეს შეუქმნიდა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

რეზოლუციაში საბჭომ დაგმო მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები, გამოხატა თანაგრძნობა მსხვერპლთა ოჯახებისადმი და მოუწოდა მთავრობას, გაეტარებინა კანონები თანასწორობაზე დაფუძნებული რასობრივი ჰარმონიის მისაღწევად. შემდგომ, საბჭომ მოითხოვა გენერალური მდივნის, დაგ ჰამარშელდის კონსულტაცია სამხრეთ აფრიკის კავშირის მთავრობასთან ქარტიის პრინციპების დაცვაში დახმარების მიზნით. მდივანს საბჭოსთვის მოხსენებაც უნდა ჩაებარებინა აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში.

რეზოლუცია მიიღეს ცხრა ხმით, საფრანგეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ კი თავი შეიკავეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]