შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1335

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1335

პრევლაკას ნახევარკუნძულის ტერიტორია
თარიღი 12 იანვარი, 2001
სხდომა № 4,256
კოდი S/RES/1335 (დოკუმენტი)
თემა ხორვატია
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1335, მიღებულია 2001 წლის 12 იანვარს, ხორვატიის შესახებ ადრე მიღებული არაერთი რეზოლუციის დადასტურების შემდეგ, უფლებამოსილებას ანიჭებს გაეროს დამკვირვებელთა მისიას პრევლაკაში (UNMOP), რათა კიდევ ექვსი თვით, 2001 წლის 15 ივლისამდე, გააგრძელოს ხორვატიის პრევლაკის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე დემილიტარიზაციის პროცესის მონიტორინგი.[1] ეს იყო 2001 წელს მიღებული უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია.

უშიშროების საბჭო მიესალმა პრევლაკის ნახევარკუნძულზე არსებულ ზოგადად მშვიდ და სტაბილურ ვითარებას, თუმცა შეშფოთება გამოთქვა დემილიტარიზაციის რეჟიმის დარღვევებისა და გაეროს დამკვირვებლების გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. საბჭო მიესალმა ხორვატიასა და მონტენეგროს შორის გამშვები პუნქტების გახსნას, რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო და კომერციულ მიმოსვლას უსაფრთხოების ინციდენტების გარეშე, რაც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან ღონისძიებად იქნა მიჩნეული.[2] კვლავ გამოითქვა შეშფოთება პრევლაკის ნახევარკუნძულის სადავო საკითხის მოგვარებასა და განაღმვის პროგრამის განხორციელებაში პროგრესის არარსებობის გამო. რეზოლუციაში აღინიშნა, რომ UNMOP-ის ყოფნა მნიშვნელოვანწილად უწყობდა ხელს დავის მოგვარებისთვის ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებას.

ხორვატიასა და იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას მოუწოდეს, სრულად განეხორციელებინათ შეთანხმება ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, შეეწყვიტათ დემილიტარიზაციის რეჟიმის დარღვევა, შეემცირებინათ დაძაბულობა და უზრუნველეყოთ გაეროს დამკვირვებლებისთვის გადაადგილების თავისუფლება. ორივე ქვეყანას დაევალა 1252-ე რეზოლუციით გათვალისწინებული ნდობის აღდგენის ღონისძიებების გატარება, ხოლო გენერალურ მდივან კოფი ანანს ეთხოვა 2001 წლის 15 აპრილისთვის ანგარიშის წარდგენა ამ საკითხებში მიღწეული პროგრესის შესახებ. მხარეებს მოეთხოვათ, თვეში მინიმუმ ორჯერ მიეწოდებინათ ინფორმაცია ორმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე და დაეწყოთ განაღმვის ყოვლისმომცველი პროგრამა.

დასასრულს, სტაბილიზაციის ძალებს (SFOR), რომლებიც უფლებამოსილნი იყვნენ 1088-ე რეზოლუციით და რომელთა მანდატიც 1305-ე რეზოლუციით გაგრძელდა, დაევალათ UNMOP-თან თანამშრომლობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Council extends UN Prevlaka mandate for six months“. United Nations. 12 January 2001.
  2. Hilaire, Max (2005). United Nations law and the Security Council. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 173. ISBN 978-0-7546-4489-7.