გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1301
| გაეროს უს რეზოლუცია 1301 | |
|---|---|
|
დასავლეთ საჰარა | |
| თარიღი | 31 მაისი, 2000 |
| სხდომა № | 4,149 |
| კოდი | S/RES/1301 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება დასავლეთ საჰარაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 12 წინააღმდეგი: 1 თავი შეიკავა: 2 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1301 მიღებულია 2000 წლის 31 მაისს, დასავლეთ საჰარის საკითხზე არსებული ყველა წინა რეზოლუციების კერძოდ კი 1108 (1997) და 1292 (2000) გათვალისწინებით. საბჭომ დასავლეთ საჰარაში რეფერენდუმის ჩატარების მიზნით გაეროს მისიის (MINURSO) მანდატი 2000 წლის 31 ივლისამდე გააგრძელა.[1]
რეზოლუციის შესავალში დადებითად არის შეფასებული ძალისხმევა, რომელიც მიმართულია სამშვიდობო ოპერაციებში ჩართული გაეროს პერსონალის ინფორმირებულობის გაზრდისკენ აივ/შიდსისა და სხვა დაავადებების პრევენციისა და კონტროლის მიზნით. საბჭომ მხარი დაუჭირა MINURSO-ს მცდელობებს „დასახლების გეგმის“ განხორციელებისა და დასავლეთ საჰარის ხალხის თვითგამორკვევის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების საქმეში. მაროკოსა და პოლისარიოს ფრონტს შორის არსებული ფუნდამენტური უთანხმოებები კვლავ გადაუჭრელი რჩებოდა.
MINURSO-ს მანდატი იმ პირობით გაგრძელდა, რომ ორივე მხარე წარმოადგენდა შეთანხმებულ წინადადებებს „დასახლების გეგმის“ განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად და დასავლეთ საჰარის პოლიტიკური სტატუსის შესახებ საბოლოო, მყარი გადაწყვეტილების მოსაძებნად.[2] გენერალურ მდივანს კოფი ანანს დაევალა სიტუაციის შეფასების წარდგენა 2000 წლის 31 ივლისამდე.
1301-ე რეზოლუცია, რომლის ინიციატორები საფრანგეთი, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები იყვნენ, დოკუმენტს მხარი 12-მა წევრმა დაუჭირა, ნამიბია წინააღმდეგი იყო, ხოლო იამაიკამ და მალიმ თავი შეიკავეს.[3] საკუთარი პოზიციის განმარტებისას ნამიბიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერდა MINURSO-ს მისიის გაგრძელებას, თუმცა ვერ დაეთანხმებოდა „დასახლების გეგმის“ დებულებებიდან გადახვევას და ხალხის დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის განუყოფელი უფლების უგულებელყოფას.
იამაიკის წარმომადგენლის განცხადებით, რეზოლუციას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი უნდა ჰქონოდა, რადგან უახლოეს მომავალში რეფერენდუმის ჩატარება არ იგეგმებოდა (რაც საბჭომ არ გაითვალისწინა), ხოლო პოლიტიკური საკითხები და ალტერნატიული წინადადებები მომდევნო რეზოლუციებისთვის უნდა დაეტოვებინათ. მალის წარმომადგენელმა კი მხარი დაუჭირა „დასახლების გეგმას“ და დაეთანხმა მოსაზრებას, რომ რეფერენდუმი მალე ვერ ჩატარდებოდა, თუმცა ამჯობინებდა პრეზიდენტის ისეთი განცხადების მიღებას, რომელშიც დადებითად იქნებოდა შეფასებული გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენლის საქმიანობა.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 „Council extends MINURSO mandate until 31 July“. United Nations. 31 May 2000.
- ↑ Fischer, H. (2000). Yearbook of International Humanitarian Law: 2000, Volume 3; Volume 2000. Cambridge University Press, გვ. 213. ISBN 978-90-6704-140-9.
- ↑ Whitfield, Teresa (2007). Friends indeed?: the United Nations, groups of friends, and the resolution of conflict. US Institute of Peace Press, გვ. 350. ISBN 978-1-60127-006-1.