გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1285
| გაეროს უს რეზოლუცია 1285 | |
|---|---|
|
პრევლაკა პენინსულა | |
| თარიღი | 13 იანვარი, 2000 |
| სხდომა № | 4,088 |
| კოდი | S/RES/1285 (დოკუმენტი) |
| თემა | ხორვატია |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1285 მიღებულია 2000 წლის 13 იანვარს,მას შემდეგ, რაც საბჭომ განიხილა ხორვატიის შესახებ მანამდე მიღებული რეზოლუციები, მათ შორის 779-ე (1992), 981-ე (1995), 1147-ე (1998), 1183-ე (1998), 1222-ე (1999) და 1252-ე (1999), საბჭომ უფლებამოსილება მიანიჭა გაეროს დამკვირვებელთა მისიას პრევლაკაში (UNMOP), რათა 2000 წლის 15 ივლისამდე გაეგრძელებინა ხორვატიის პრევლაკის ნახევარკუნძულის დემილიტარიზაციის პროცესის მონიტორინგი. ეს იყო 2000 წელს მიღებული პირველი რეზოლუცია.[1]
უშიშროების საბჭო კვლავ გამოხატავდა შეშფოთებას დემილიტარიზაციის რეჟიმის დარღვევებისა და გაეროს დამკვირვებელთა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო. საბჭო მიესალმა ხორვატიასა და მონტენეგროს შორის გამშვები პუნქტების გახსნას. ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო სამოქალაქო და კომერციულ მიმოსვლას უსაფრთხოების მხრივ ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, რაც ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენდა.
საბჭომ მოუწოდა როგორც ხორვატიას, ისე იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკას (სერბეთი და ჩერნოგორია), სრულად შეესრულებინათ ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ შეთანხმება, შეეწყვიტათ დემილიტარიზაციის რეჟიმის დარღვევა, შეემცირებინათ დაძაბულობა და უზრუნველეყოთ გაეროს დამკვირვებელთა თავისუფალი გადაადგილება. გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, სთხოვეს 2000 წლის 15 აპრილისთვის მოემზადებინა მოხსენება მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებებთან დაკავშირებული რეკომენდაციებით. საბოლოოდ, 1088-ე (1996) და 1247-ე (1999) რეზოლუციებით ავტორიზებულ სტაბილიზაციის ძალებს (SFOR) დაევალათ UNMOP-თან თანამშრომლობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council extends Prevlaka peninsula mission until 15 July“. United Nations. 15 January 2000.