გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1246
| გაეროს უს რეზოლუცია 1246 | |
|---|---|
|
UNAMET-ის მედლის ზოლი | |
| თარიღი | 11 ივნისი, 1999 |
| სხდომა № | 4,084 |
| კოდი | S/RES/1246 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ტიმორში |
კენჭისყრა |
მომხრე: 11 წინააღმდეგი: 4 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1246, რომელიც ერთხმად მიიღეს 1999 წლის 11 ივნისს, ეყრდნობა აღმოსავლეთ ტიმორის (ტიმორ-ლესტე) შესახებ ადრე მიღებულ რეზოლუციებს, განსაკუთრებით 1236-ე (1999) რეზოლუციას. საბჭომ დააფუძნა გაეროს მისია აღმოსავლეთ ტიმორში (UNAMET), რათა ორგანიზება გაეწია და ჩაეტარებინა აღმოსავლეთ ტიმორის სპეციალური ავტონომიის რეფერენდუმი ტერიტორიის მომავალი სტატუსის შესახებ, რომელიც 1999 წლის აგვისტოში იგეგმებოდა.[1]
უშიშროების საბჭომ გაიხსენა ინდონეზიასა და პორტუგალიას შორის დადებული შეთანხმებები აღმოსავლეთ ტიმორში რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. საბჭომ შეშფოთებით აღნიშნა გენერალური მდივნის, [2] კოფი ანანის ანგარიშში აღწერილი „დაძაბული და არასტაბილური“ ვითარება და ტერიტორიაზე დაპირისპირებულ ფრაქციებს შორის შერიგების აუცილებლობა.
საბჭომ გასცა ნებართვა UNAMET-ის დაფუძნებაზე 1999 წლის 31 აგვისტომდე, რათა მომზადებულიყო და ჩატარებულიყო რეფერენდუმი იმის დასადგენად, დათანხმდებოდა აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობა ინდონეზიის შემადგენლობაში ავტონომიის შეთავაზებას, თუ უარყოფდა მას, რაც ტერიტორიის დამოუკიდებლობას გამოიწვევდა.[3] UNAMET-ის შემადგენლობაში შედიოდა 280 პოლიციელი ინდონეზიის ეროვნული პოლიციისთვის კონსულტაციების გასაწევად და 50 სამხედრო კავშირის ოფიცერი ინდონეზიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებთან კონტაქტის შესანარჩუნებლად.[4] მისია ასევე მოიცავდა პოლიტიკურ კომპონენტს, რომელიც პასუხისმგებელი იყო პოლიტიკური თავისუფლებების მონიტორინგზე; საარჩევნო კომპონენტს, რომელიც პასუხს აგებდა ხმის მიცემასა და რეგისტრაციაზე; და საინფორმაციო კომპონენტს, რომელსაც აღმოსავლეთ ტიმორის მოსახლეობისთვის რეფერენდუმის პირობები უნდა განემარტა. გარდა ამისა, ინდონეზიისა და პორტუგალიის მთავრობებს რეგიონში დამკვირვებლები უნდა გაეგზავნათ.
საბჭომ მოუწოდა ინდონეზიას, გაეროსთან გაეფორმებინა შეთანხმება ძალების სტატუსის შესახებ (SOFA); მოუწოდა ყველა მხარეს UNAMET-თან თანამშრომლობისკენ და ხაზი გაუსვა ინდონეზიის პასუხისმგებლობას მთელი პროცესის განმავლობაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. საბჭომ ასევე დაგმო ყოველგვარი ძალადობა და მოითხოვა ნაბიჯების გადადგმა დემილიტარიზაციისკენ. გენერალურ მდივანს დაევალა, ყოველ 14 დღეში ერთხელ წარედგინა ანგარიში მოცემული რეზოლუციის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council establishes Mission in East Timor to conduct 8 August 'popular consultation' on territory's status“. United Nations. 11 June 1999.
- ↑ United Nations (2004). The United Nations and East Timor: Self-Determination Through Popular Consultation. United Nations Publications, გვ. 17–18. ISBN 978-92-1-100942-2.
- ↑ Fischer, Horst (2004). Yearbook of International Humanitarian Law:, Volume 4; Volume 2001. Cambridge University Press, გვ. 238. ISBN 978-90-6704-169-0.
- ↑ United Nations (2004). The United Nations and East Timor: Self-Determination Through Popular Consultation. United Nations Publications, გვ. 17–18. ISBN 978-92-1-100942-2.
| |||||