გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1233
| გაეროს უს რეზოლუცია 1233 | |
|---|---|
|
ბისაუ, გვინეა-ბისაუს დედაქალაქი | |
| თარიღი | 6 აპრილი, 1999 |
| სხდომა № | 3,991 |
| კოდი | S/RES/1233 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება გვინეა-ბისაუში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1233 მიღებულია 1999 წლის 6 აპრილს, გვინეა-ბისაუში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუცია 1216-ის (1998) დადასტურების შემდეგ. საბჭომ ჩამოაყალიბა გაეროს მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის ოფისი გვინეა-ბისაუში (UNOGBIS), რათა ხელი შეეწყო აბუჯას შეთანხმების იმპლემენტაციისთვის.[1]
1223-ე რეზოლუციის პრეამბულაში უშიშროების საბჭო კვლავ გამოხატავდა შეშფოთებას გვინეა-ბისაუში არსებული ჰუმანიტარული ვითარების გამო. საბჭომ აღნიშნა გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის, ჟუან ბერნარდუ ვიეირასა და თვითგამოცხადებული სამხედრო ხუნტის ლიდერის განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი არასოდეს დაუბრუნდებოდნენ იარაღის გამოყენებას, და მიესალმა ეროვნული ერთიანობის ახალი მთავრობის ფიცის დადებას.[2] საბჭომ მიუთითა, რომ კვლავ რჩებოდა სერიოზული დაბრკოლებები, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო სხვა ქვეყნებიდან საჯარო მოხელეებისა და სხვა ოფიციალური პირების გვინეა-ბისაუში დაუბრუნებლობით. მან მოიწონა დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის სადამკვირვებლო ჯგუფის (ECOMOG) ჯარების განლაგება და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აბუჯას შეთანხმების შესაბამისად საყოველთაო და საპრეზიდენტო არჩევნების რაც შეიძლება მალე ჩატარების აუცილებლობას.
მხარეებმა სამშვიდობო პროცესში გადადგმული ნაბიჯებისთვის შექება დაიმსახურეს. მათ მოუწოდეს, მიეღოთ ზომები მთავრობის შეუფერხებელი ფუნქციონირებისა და ლტოლვილთა დაბრუნებისთვის. საბჭომ მხარეებს სთხოვა, დაუყოვნებლივ შეთანხმებულიყვნენ თავისუფალი, სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნების ჩატარების თარიღზე.
გენერალური მდივნის, კოფი ანანის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად, საბჭომ გასცა ნებართვა UNOGBIS-ის ჩამოყალიბებაზე. ამ ოფისს დაევალა გვინეა-ბისაუში გაეროს საქმიანობის კოორდინაცია გარდამავალ პერიოდში (საყოველთაო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე), ასევე აბუჯას შეთანხმების იმპლემენტაციის ხელშეწყობა ECOMOG-თან, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ თანამეგობრობასთან (ECOWAS) და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
რეზოლუციამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ყოფილი მეომარი მხარეების ჯარების განიარაღებისა და ბანაკებში განთავსების აუცილებლობას და მიესალმა ამ მიმართულებით ECOMOG-ის მიერ მიღწეულ პროგრესს, ასევე აღინიშნა ტერიტორიების განაღმვის საჭიროება ლტოლვილთა დაბრუნების ხელშესაწყობად. საბჭომ ყველა მხარეს მოუწოდა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს, განსაკუთრებით გაეროსა და ჰუმანიტარული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებით. საბჭო მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით 1999 წლის 4-5 მაისს ჟენევაში დაგეგმილ კონფერენციას, რომლის მიზანიც გვინეა-ბისაუსთვის დახმარების მობილიზება იყო.
დასასრულს, გენერალურ მდივანს დაევალა, 1999 წლის 30 ივნისამდე, ხოლო შემდეგ ყოველ 90 დღეში ერთხელ, წარედგინა ანგარიში საბჭოსთვის გვინეა-ბისაუში მიმდინარე მოვლენების, აბუჯას შეთანხმების, UNOGBIS-ისა და ECOMOG-ის შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Text of the Resolution at undocs.org
- UNOGBIS website საიტზე Wayback Machine (archived 23 November 2010)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council calls for full implementation of Guinea-Bissau peace agreement, including date for national elections“. United Nations. 6 April 1999.
- ↑ „Security Council welcomes new government in Guinea-Bissau“. Associated Press. 7 April 1999.
| |||||