შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1225

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1225

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მოქმედების არეა.
თარიღი 28 იანვარი 1999
სხდომა № 3972
კოდი S/RES/1225 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1225 მიიღეს ერთხმად 1999 წლის 28 იანვარს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1187 (1998) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 1999 წლის 31 ივლისამდე და განაცხადა მანდატის გადახედვის შესახებ.[1]

საბჭომ აღნიშნა, რომ კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება დაძაბული და არასტაბილური იყო, ხოლო საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. საბჭომ აღიარა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია და დსთ-ის სამშვიდობო ძალების რეგიონში ყოფნა, სიტუაციის ასტაბილიზირებს. რეზოლუციაში აღინიშნა, რომ მხარეებმა უნდა პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირეს გენერალური მდივნის, კოფი ანანის ძალისხმევას, რომელიც გულისხმობს სიტუაციის გაუმჯობესების გზებს ძიებას.

მხარეებმა 1998 წლის ოქტომბერში, ათენში შეხვედრა გამართეს, მაგრამ ვერ შეძლეს ნდობის, უსაფრთხოების, ლტოლვილების დაბრუნებისა და ეკონომიკური რეკონსტრუქციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. უშიშროების საბჭომ ორივე მხარისგან მოითხოვა მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნება და სამშვიდობო პროცესის გაგრძელება.[2] საბჭომ ასევე მოუწოდა მხარეებს, შეასრულონ შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალების დაშორების თაობაზე.

იმავდროულად, ლტოლვილთა მდგომარეობა კვლავ შემაშფოთებელი რჩება და უშიშროების საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კონფლიქტის შედეგად გამოწვეული დემოგრაფიული ცვლილებები მიუღებელია. საბჭომ დაგმო შეიარაღებული დაჯგუფებების ქმედებები, მათ შორის ტეროტორიების დანაღმიანება, რომლებიც ხელს უშლიდნენ ჰუმანიტარული ორგანიზაციების მუშაობას და გადაავადა გალის რაიონში სიტუაციის ნორმალიზაცია. ორივე მხარეს მოუწოდეს შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამგვარი საქმიანობა დასრულებულიყო.

საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, კოფი ანანს უნდა უზრუნველყო, საბჭოს ინფორმირება რეგიონში განვითარებულ მოვლენების შესახებ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council extends mandate Georgia mission until 31 July“. United Nations. 28 January 1999.
  2. Hilaire, Max (2005). United Nations law and the Security Council. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 172. ISBN 978-0-7546-4489-7.