გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1208
| გაეროს უს რეზოლუცია 1208 | |
|---|---|
|
ლტოლვილთა ბანაკები სუდანში, დარფურის რეგიონში და მის გარშემო | |
| თარიღი | 19 ნოემბერი, 1998 |
| სხდომა № | 3,945 |
| კოდი | S/RES/1208 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია აფრიკაში |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1208, რომელიც ერთხმად მიიღეს 1998 წლის 19 ნოემბერს, ეყრდნობა აფრიკის შესახებ მანამდე მიღებულ 1170-ე (1998) რეზოლუციას და განიხილავს კონტინენტზე ლტოლვილთა სტატუსს და მათ მიმართ მოპყრობის საკითხებს.[1]
საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ლტოლვილთა დაცვის და ბანაკების ჰუმანიტარული ხასიათის შენარჩუნების სასიცოცხლო მნიშვნელობა.[2] უშიშროების საბჭომ დაადასტურა აფრიკული ქვეყნების გამოცდილება ლტოლვილებთან და ლტოლვილთა ბანაკებთან მუშაობის პროცესში. ამასთან, აღინიშნა, რომ ზოგიერთ ბანაკში არსებობდა დაუცველობის განცდა ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა შეიარაღებული დაჯგუფებების არსებობა (რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო დაცვა), დაპირისპირება ლტოლვილთა სხვადასხვა ჯგუფებს შორის, კრიმინალი, ბანდიტიზმი და იარაღის უკანონო ბრუნვა. საბჭომ ხაზი გაუსვა აფრიკის ქვეყნების დახმარების აუცილებლობას, რათა მათ შეძლონ ლტოლვილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ბანაკების ჰუმანიტარული სტატუსის შენარჩუნება და განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების — ქალების, ბავშვების და მოხუცების დაცვა.
უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა 1951 წლის „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციისა“ და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის (OAU) იმ კონვენციის მნიშვნელობას, რომელიც აფრიკაში ლტოლვილთა პრობლემების სპეციფიკურ ასპექტებს არეგულირებს. ბანაკის უსაფრთხოებასა და მის ჰუმანიტარულ ბუნებაზე პასუხისმგებლობა მასპინძელ მხარეს დაეკისრა. ამასთან დაკავშირებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს, აფრიკის ერთობის ორგანიზაციას, საერთაშორისო თანამეგობრობის და რეგიონულ თუ ქვერეგიონულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, დახმარება გაუწიონ იმ აფრიკულ ქვეყნებს, რომლებიც ლტოლვილებს მასპინძლობენ. გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, დაევალა რეაგირება მოეხდინა ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.[2] საბოლოოდ, მას ასევე სთხოვეს განეხილა ახალი კატეგორიის შექმნა გაეროს ნდობის ფონდში, რომელიც აფრიკაში კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის დაცვისთვის მზადყოფნის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council, acting on Secretary-General's Africa report, adopts texts of status and treatment of refugees, illicit arms flow“. United Nations. 19 November 1998.
- 1 2 Fischer, H. (2000). Yearbook of International Humanitarian Law: 1999, Volume 2; Volume 1999. Cambridge University Press, გვ. 248. ISBN 978-90-6704-119-5.
| |||||