გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1177
| გაეროს უს რეზოლუცია 1177 | |
|---|---|
|
ერიტრეა (ნარინჯისფერი) და ეთიოპია (მწვანე) | |
| თარიღი | 26 ივნისი, 1998 |
| სხდომა № | 3,895 |
| კოდი | S/RES/1177 (დოკუმენტი) |
| თემა | სიტუაცია ერიტრეასა და ეთიოპიას შორის |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1177, რომელიც ერთხმად იქნა მიღებული 1998 წლის 26 ივნისს, ერიტრეასა და ეთიოპიას შორის ვითარების გაუარესების აღიარების შემდეგ, გმობდა ომის დაწყებას და სასაზღვრო დავაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვდა.[1]
ეთიოპიასა და ერიტრეას შორის არსებული კონფლიქტის შედეგებმა სერიოზული შეშფოთება გამოიწვია; საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დავები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, ხოლო შეიარაღებული ძალის გამოყენება მიუღებელია. მან გაითვალისწინა ეთიოპიის მთავრობისა და ერიტრეის მთავრობის დაპირებები საჰაერო დარტყმების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე მათი მიზანი, ორმხრივად მისაღები გზით მოახდინონ საზღვრის დემარკაცია და დელიმიტაცია.
უშიშროების საბჭომ დაგმო ძალის გამოყენება და მოითხოვა, რომ ორივე მხარეს დაუყოვნებლივ შეეწყვიტა საომარი მოქმედებები.[2] მან მოუწოდა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ აფრიკის ერთობის ორგანიზაციასთან (OAU) თანამშრომლობით. მხარეებს ასევე მოუწოდეს, თავი შეეკავებინათ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც სიტუაციას უფრო მეტად გაამწვავებდა, და მიეღოთ ორ მხარეს შორის ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომები, რაც მოიცავს ერთმანეთის მოქალაქეების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტირებას.[3] გენერალურ მდივან კოფი ანანს დაევალა სატრასტო ფონდის შექმნა და ტექნიკური დახმარების გაწევა ორივე მხარის მიერ საერთო საზღვრის დემარკაციის პროცესში.
ორივე მხარე მიესალმა რეზოლუციას; ერიტრეამ განაცხადა, რომ პირველად იქნა გათვალისწინებული ორივე ქვეყნის ინტერესები, ხოლო ეთიოპია აცნობიერებდა, რომ ამ რეზოლუციის მიღება, როგორც ჩანს, აძლიერებდა რუანდის, აშშ-ისა და აფრიკის ერთობის ორგანიზაციის (OAU) მოთხოვნას, რომ ერიტრეას დაეტოვებინა ის ტერიტორიები, რომლებიც კონფლიქტის დაწყებამდე ჰქონდა დაკავებული.[4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council urges Ethiopia and Eritrea to achieve peaceful settlement of border dispute“. United Nations. 26 June 1998.
- ↑ „UN: Security Council urges Ethiopia and Eritrea to achieve peaceful settlement of border dispute“. M2 Presswire. 29 June 1998.
- ↑ Legum, Colin (2004). Africa contemporary record: annual survey and documents. Africana Pub. Co, გვ. A-12. ISBN 978-0-8419-1223-6.
- ↑ Agencies (29 June 1998). „Diplomacy comes to fore in Eritrea, Ethiopia conflict“. The New Straits Times.
| |||||