გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1124

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 1124
Abkhazia detail map (ka).png
აფხაზეთი
თარიღი 31 ივლისი 1997
სხდომა № 3735
კოდი S/RES/1124 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1124 მიიღეს ერთხმად 1997 წლის 31 ივლისს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის დამტკიცების შემდეგ, კერძოდ 1096 (1997) რეზოლუციის, საბჭომ გადაავადა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) მანდატი 1998 წლის 31 იანვრამდე.[1]

უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიის დამკვირვებლებმა და დსთ-ის სამშვიდობო ძალებმა საქართველოში, კონფლიქტის ზონის სტაბილიზაცია შეძლეს. თუმცა, გალის რაიონი დესტაბილიზირებული იყო შეიარაღებული დაჯგუფებების, კრიმინალების და მიწის დანაღმიანების მიზეზით. საქართველოს და აფხაზეთს შეახსენეს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება დამოკიდებულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების სურვილზე.

საბჭომ შეშფოთება გამოხატა იმ ფაქტის მიმართ, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩიხში იყო. საბჭომ მხარი დაუჭირა გენერალური მდივნის, კოფი ანანის გეგმებს, რომელიც გაეროს უფრო აქტიურ როლს ხედავდა სამშვიდობო პროცესში; დაგეგმილი იყო ჟენევაში შეხვედრა, რათა განისაზღვროს ის სფეროები, სადაც შეიძლება განხორციელდეს კონკრეტული პროგრესი. ყველა ეთნიკური მკვლელობა და ძალადობა დაგმეს, აფხაზური მხარის პოლიტიკა დაგმეს, რომელიც ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას, პოლიტიკურ სტატუსთან აკავშირებდა. ამასთან დაკავშირებით, გაერომ აფხაზეთისგან მოითხოვა დევნილთა ნებაყოფლობითი დაბრუნების დაჩქარება, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ წარდგენილი გრაფიკის მიხედვით და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.[2]

UNOMIG-ის მისიის მანდატი 1998 წლის 31 იანვრამდე გადავადდა, მაგრამ დამოკიდებული იყო დსთ-ის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებული მოვლენების მიმდინარეობასთან. გენერალურ მდივანს დაევალა აფხაზეთში და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მოხსენებას წარდგენა, ამ რეზოლუციის მიღებიდან 3 თვის შემდეგ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Security Council extends mandate of observer mission in Georgia for six months, until 31 January 1998“, United Nations, 31 July 1997. 
  2. Fawn, Rick; Cummings, Sally N. (2001). "Interests over norms in western policy towards the Caucasus: How Abkhazia is no one's Kosovo". European Security 10 (3): 84–108. .