შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1103

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1103

თარიღი 31 მარტი, 1997
სხდომა № 3,760
კოდი S/RES/1103 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია ბოსნია და ჰერცეგოვინაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1103 ერთხმად მიიღეს 1997 წლის 31 მარტს, ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტების შესახებ ყველა რეზოლუციის, განსაკუთრებით კი 1035-ე (1995) და 1088-ე (1996) რეზოლუციების მოხმობის შემდეგ, საბჭომ გასცა ნებართვა ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს მისიაში (UNMIBH) პერსონალის რაოდენობის გაზრდაზე.[1]

უშიშროების საბჭომ კვლავ დაადასტურა დეიტონის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი იმ დებულებების, რომლებიც ყოფილ იუგოსლავიაში საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალთან თანამშრომლობას ეხება. 1997 წლის 14 თებერვალს, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო გადაწყვეტილება ბოსნია და ჰერცეგოვინის ორ სუბიექტს შორის სადავო ბრჩკოს ოლქის შესახებ.

შემდგომ, გენერალური მდივნის რეკომენდაციის საფუძველზე, რეზოლუციამ გასცა ნებართვა UNMIBH-ის შემადგენლობის 186 პოლიციელითა და 11 სამოქალაქო პირით გაზრდაზე, რათა მისიას შეძლებოდა 1088-ე (1996) რეზოლუციით განსაზღვრული მანდატის შესრულება.[2]ყველა მხარეს მოუწოდეს სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციისა და გაეროს საერთაშორისო პოლიციურ ძალებთან (UN-IPTF) თანამშრომლობისკენ. ასევე ხაზი გაესვა UN-IPTF-ის სტაბილიზაციის ძალებთან (SFOR) თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბრჩკოს ოლქში.

  1. „Security Council authorises increase in strength of UNMIBH“. United Nations. 31 March 1997.
  2. Doyle, Michael W. (2006). Making war and building peace: United Nations peace operations. Princeton University Press, გვ. 233. ISBN 978-0-691-12275-5.