შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1094

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1094

გვატემალა
თარიღი 20 იანვარი, 1997
სხდომა № 3,732
კოდი S/RES/1094 (დოკუმენტი)
თემა ცენტრალური ამერიკა: ძალისხმევა მშვიდობისკენ
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1094 მიიღეს 1997 წლის 20 იანვარს, მხარდაჭერას უცხადებდა გვატემალის სამშვიდობო პროცესს, რომელსაც გაერო 1994 წლიდან აკვირდებოდა. საბჭომ გასცა ნებართვა, რომ სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ გაეროს გვატემალის ვერიფიკაციის მისიაში (MINUGUA) 155 სამხედრო დამკვირვებელი ჩართულიყო.[1]

საბჭომ გაიხსენა გვატემალის მთავრობასა და გვატემალის ეროვნულ რევოლუციურ ერთობას (URNG) შორის დადებული შეთანხმებები, რომელთა ფარგლებშიც მხარეები შეთანხმდნენ, ნება დაერთოთ გაეროსთვის, განეხორციელებინა სამშვიდობო ხელშეკრულებების შესრულების ვერიფიკაცია. ვერიფიკაციის პროცესი ითვალისწინებდა გაეროს სამხედრო პერსონალის განლაგებას.

გადაწყდა, რომ სამი თვის ვადით MINUGUA-ს შემადგენლობაში 155 სამხედრო დამკვირვებელი და სამედიცინო პერსონალი განლაგდებოდა. გენერალურ მდივანს, კოფი ანანს, ეთხოვა, ოპერაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ეცნობებინა საბჭოსთვის. ორივე მხარეს მოუწოდეს, სრულად შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები და ეთანამშრომლათ ცეცხლის შეწყვეტის, ძალების დაშორიშორების, განიარაღებისა და URNG-ის მებრძოლთა დემობილიზაციის საკითხებში. ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობას ეთხოვა, გაეგრძელებინა დახმარების გაწევა სამშვიდობო პროცესის იმპლემენტაციის განმავლობაში.

მანამდე ჩინეთმა ვეტო დაადო გვატემალის შესახებ წარდგენილ რეზოლუციას, რაც განპირობებული იყო გვატემალელი ოფიციალური პირების განცხადებებით, რომლებიც მხარს უჭერდნენ ტაივანის დამოუკიდებლობას.[2]

  1. „Security Council authorises deployment of United Nations military observers to verify implementation of ceasefire agreement in Guatemala“. United Nations. 20 January 1997.
  2. Tessitore, John (1997). A Global Agenda: Issues Before the 52nd General Assembly of the United Nations. Rowman & Littlefield Publishers, გვ. 27. ISBN 978-0-8476-8705-3.