შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1091

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1091

ბუტროს ბუტროს-გალი
თარიღი 13 დეკემბერი, 1996
სხდომა № 3,725
კოდი S/RES/1091 (დოკუმენტი)
თემა რეკომენდაცია გენერალური მდივნის დანიშვნასთან დაკავშირებით
შედეგი მიღებული
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1091— მიიღეს კენჭისყრის გარეშე 1996 წლის 13 დეკემბერს. დახურულ სხდომაზე, საბჭომ აღიარა წარმავალი გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის წვლილი, რომლის უფლებამოსილების ვადაც იწურებოდა 1996 წლის 31 დეკემბერს.

უშიშროების საბჭომ აღიარა ბუტროს-გალის როლი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში. გაეროს წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების პირნათლად შესრულებისათვის. ასევე, აღნიშნა მისი ძალისხმევა მსოფლიოში კონფლიქტების მდგრადი გადაჭრის გზების ძიებაში. შეაქო მის მიერ გაერთიანებული ერების სისტემის რესტრუქტურიზაციისა და გაძლიერების მიმართულებით გატარებული რეფორმები.

რეზოლუციაში აღიარებულია ბუტროს ბუტროს-გალის წვლილი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოების, საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის მცდელობების, ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილების მცდელობებისა და ყველა ადამიანისთვის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობის საქმეში. რეზოლუციაში მადლიერება გამოითქმის გაეროს წესდების დებულებებისადმი, მისი ერთგულებისა და ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის.

ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აკლამაციით იქნა მიღებული.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ "Chapter VI – Relations with other United Nations organs (2000–2003)" (PDF). United Nations.