შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1088

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1088

ესპანეთის SFOR-ის ქვედანაყოფები
თარიღი 12 დეკემბერი, 1996
სხდომა № 3,723
კოდი S/RES/1088 (დოკუმენტი)
თემა ვითარება ბოსნია და ჰერცეგოვინაში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1088 ერთხმად მიიღეს 1996 წლის 12 დეკემბერს. ყოფილი იუგოსლავიის კონფლიქტებთან დაკავშირებული ყველა წინა რეზოლუციის, განსაკუთრებით კი 1031-ე (1995) და 1035-ე (1995) რეზოლუციების გათვალისწინებით, საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე, გასცა ნებართვა ბოსნია და ჰერცეგოვინაში სტაბილიზაციის ძალების (SFOR) შექმნის შესახებ, რომლებსაც უნდა შეეცვალათ მანამდე არსებული აღმასრულებელი ძალები (IFOR).[1]

ბოსნია და ჰერცეგოვინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე მიიღეს სამოქმედო გეგმა სამშვიდობო პროცესის კონსოლიდაციისთვის. ქვეყანაში არჩევნები დეიტონის შეთანხმების შესაბამისად ჩატარდა, ხოლო სახელმწიფო ინსტიტუტები ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუციით დადგენილი წესით ჩამოყალიბდა. ხაზი გაესვა ხორვატიისა და იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის (სერბეთი და ჩერნოგორია) პოზიტიურ როლს სამშვიდობო პროცესში. ასევე, დადებითად შეფასდა ყველას, მათ შორის უმაღლესი წარმომადგენლის, IFOR-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევა.

უშიშროების საბჭო მიესალმა ყოფილი იუგოსლავიის მემკვიდრე სახელმწიფოებს შორის ურთიერთაღიარებას და ხაზგასმით აღნიშნა მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრული ნორმალიზების მნიშვნელობა. მხარეებს შეახსენეს უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებები, დეიტონის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობის აუცილებლობა.

წევრ ქვეყნებს მიეცათ უფლებამოსილება, ჩამოეყალიბებინათ სტაბილიზაციის ძალები (SFOR), როგორც IFOR-ის სამართალმემკვიდრე, 18 თვის ვადით. მათ უნდა მიეღოთ ყველა საჭირო ზომა სამშვიდობო შეთანხმების 1-A დანართის შესრულების უზრუნველსაყოფად და საკუთარი თავის დასაცავად თავდასხმისა თუ მუქარის შემთხვევაში. ბოსნია და ჰერცეგოვინამ ასევე მოითხოვა გაეროს საპოლიციო ძალების (საერთაშორისო პოლიციის ოპერატიული ჯგუფი) მანდატის გაგრძელება, რომელიც ბოსნია და ჰერცეგოვინაში გაეროს მისიის (UNMIBH) ნაწილს შეადგენდა. საბჭომ UNMIBH-ის მანდატი 1997 წლის 21 დეკემბრამდე გააგრძელა და მოითხოვა, რომ გაეროს ყველა მისიას ერთმანეთთან კოორდინირებულად ემუშავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Malone, David (2004). The UN Security Council: from the Cold War to the 21st century. Lynne Rienner Publishers, გვ. 151. ISBN 978-1-58826-240-0.