გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1077

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1077

სოხუმი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი.
თარიღი 22 ოქტომბერი 1996
სხდომა № 3707
კოდი S/RES/1077 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 14
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 1
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1077 მიიღეს 1996 წლის 22 ოქტომბერს. საქართველოს შესახებ გაეროს ყველა რეზოლუციის, კერძოდ კი 937 (1994), 1036 (1996) და 1065 (1996) რეზოლუციების დამტკიცებით, საბჭომ საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) შემადგენლობაში, სოხუმში ადამიანის უფლებათა ოფისი დააარსა.[1]

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შემდეგ, უშიშროების საბჭომ განიხილა გენერალური მდივნის მოხსენება და გადაწყვიტა, რომ ახლადშექმნილ ადამიანის უფლებათა ოფისს, გაეროს დამკვირვებელთა მისიის (UNOMIG) ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს. ხელმძღვანელობა შეიქმნა აფხაზეთის მოსახლეობის დასახმარებლად.[2] პროგრამის პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს გენერალური მდივნისა და საქართველოს მთავრობის კონსულტაციების შედეგად და შემდგომი ღონისძიებები უნდა განხორციელდეს ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ.

რეზოლუცია 14 ხმით მიიღეს, სადაც ჩინეთმა თავი შეიკავა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ადამიანის უფლებათა ოფისის შექმნა, უშიშროების საბჭოს პრეროგატივებს ცდება და ეს არ უნდა შექმნას მომავალი სამშვიდობო მისიების ფარგლებში ახალი პრეცედენტები.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „Office for protection of human rights in Abkhazia, Georgia should be part of UNOMIG, Security Council decides“. United Nations. 22 October 1996.
  2. Hear, Nicholas Van (2006). Catching fire: containing forced migration in a volatile world. Lexington Books, გვ. 165. ISBN 978-0-7391-1244-1.