გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1065

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Small Flag of the United Nations ZP.svg
გაეროს უშიშროების საბჭოს
რეზოლუცია 1065
Gagra colonnade.jpg
კოლონადა ზღვისპირა ქალაქ გაგრაში.
თარიღი 12 ივლისი 1996
სხდომა № 3680
კოდი S/RES/1065 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1065 მიიღეს ერთხმად 1996 წლის 12 ივლისს. საქართველოს შესახებ გაეროს წინა ყველა რეზოლუციის დადასტურებით, კერძოდ კი 1036 (1996) რეზოლუციის, საბჭომ განიხილა საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების მცდელობები და გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი 1997 წლის 31 იანვრამდე.

საბჭომ შეშფოთება გამოთქვა ორმხვრივ მოლაპარაკებებში პროგრესის არ არსებობის გამო, კერძოდ აფხაზური მხარის პოზიციის გამო. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ძალების დაშორიშორების შესახებ შეთანხმებას ორივე მხარე ზოგადად იცავდა. მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ და დსთ-ს სამშვიდობო ძალებმა დიდი წვლილი შეიტანეს უსაფრთხოების დაცვის მხრივ, თუმცა გალის რაიონში სიტუაცია გაუარესდა.

კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებები გადაიდო. რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და ამ პრინციპების შესაბამისად, აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის აუცილებლობა.[1] რეზოლუციამ ასევე დაადასტურა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლება, უსაფრთხოდ სახლებში დაუბრუნდეს შესახებ, ხოლო აფხაზური მხარის მიერ ამ პროცესის შეჩერება — დაგმეს. კონფლიქტის შედეგად დემოგრაფიული ცვლილებები მიუღებლად შეფასდა, ისევე, როგორც ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობები და ძალადობა, აგრეთვე მიწის დანაღმიანებაც.

გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი გადავადდა 1997 წლის 31 იანვრამდე და გადაიხედება დსთ-ის სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლის შემთხვევაში. საბოლოოდ, გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის დაევალა აფხაზეთში არსებული მდგომარეობისა და დამკვირვებელთა მისიის შესახებ სამი თვის შემდეგ მოხსენების წარდგენა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kohen, Marcelo G. (2006). Secessión: international law perspectives. Cambridge University Press, გვ. 117. ISBN 978-0-521-84928-9.