შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1063

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1063

ჰაიტის პოლიცია, რომელიც მონაწილეობს (ან ეხმარება) ჰუმანიტარულ ოპერაციებში
თარიღი 28 ივნისი, 1996
სხდომა № 3676
კოდი S/RES/1063 (დოკუმენტი)
თემა ჰაიტისთან დაკავშირებული საკითხი
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1063 ერთხმად მიიღეს 1996 წლის 28 ივნისს, მას შემდეგ, რაც გახსენებულ იქნა უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ყველა რეზოლუცია ჰაიტის შესახებ და 1048-ე (1996) რეზოლუციის შესაბამისად 1996 წლის 30 ივნისს ჰაიტიში გაეროს მისიის (UNMIH) დასრულება, საბჭომ გადაწყვიტა დაეფუძნებინა ჰაიტიში გაეროს მხარდამჭერი მისია (UNSMIH) ეროვნული პოლიციის ძალების მოსამზადებლად და სტაბილური გარემოს შესანარჩუნებლად.[1]

უშიშროების საბჭომ დაადასტურა სრულად ფუნქციონირებადი, პროფესიონალური ჰაიტის პოლიციის ძალებისა და სამართლებრივი სისტემის გაჯანსაღების მნიშვნელობა. ამ თვალსაზრისით, შეიქმნა „UNSMIH“ სტაბილური გარემოს შესანარჩუნებლად და ახალი პოლიციის ძალების მომზადებაში დასახმარებლად, თავდაპირველად 1996 წლის 30 ნოემბრამდე.[2] მისია თავდაპირველად 300 პოლიციელისა და 600 სამხედროსგან შედგებოდა. ასევე, ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის ჰაიტის სწრაფად უნდა მიეღო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო ინსტიტუტებისგან.

ბოლოს, გენერალურმა მდივანმა ბუტროს ბუტროს-გალიმ მოითხოვა, რომ 1996 წლის 30 სექტემბრისთვის მომზადებულიყო ანგარიში მოცემული რეზოლუციის შესრულების შესახებ და მოძებნილიყო „UNSMIH“-ის საოპერაციო ხარჯების შემცირების შემდგომი შესაძლებლობები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council creates UN Support Mission in Haiti (UNSIMH) to assist government in professionalising its police“. United Nations. 28 June 2010.
  2. Knight, W. Andy (2001). Adapting the United Nations to a postmodern era: lessons learned. Palgrave Macmillan, გვ. 143. ISBN 978-0-333-80150-5.