გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1060
| გაეროს უს რეზოლუცია 1060 | |
|---|---|
|
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) იარაღის ინსპექტორი ერაყში | |
| თარიღი | 12 ივნისი, 1996 |
| სხდომა № | 3672 |
| კოდი | S/RES/1060 (დოკუმენტი) |
| თემა | ვითარება ერაყსა და ქუვეითს შორის |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1060 ერთხმად მიიღეს 1996 წლის 12 ივნისს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა რეზოლუციები 687 (1991), 707 (1991) და 715 (1991) ერაყის შეიარაღების პროგრამის მონიტორინგის შესახებ, საბჭომ მოითხოვა, რომ ერაყს ეთანამშრომლა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური კომისიის იარაღის ინსპექტირების ჯგუფებთან და მიეცა მათთვის შეუზღუდავი წვდომა ნებისმიერ ზონასა და აღჭურვილობაზე, რომელსაც ჯგუფები მოითხოვდნენ.[1]
უშიშროების საბჭომ მხედველობაში მიიღო სპეციალური კომისიის პროგრესი ერაყის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამების ლიკვიდაციის პროცესში, ისევე როგორც გადასაჭრელი დარჩენილი პრობლემები. 1996 წლის 11 და 12 ივნისს ერაყმა საინსპექციო ჯგუფს უარი განუცხადა გარკვეულ ობიექტებზე დაშვებაზე. რეზოლუციებმა 687, 707 და 715 იარაღის ინსპექტირების ჯგუფებს მიანიჭა უპირობო და შეუზღუდავი წვდომა ნებისმიერ ობიექტზე, რომლის შემოწმებაც მათ სურდათ, ხოლო ერაყის მხრიდან ამ პროცესის შეფერხების ნებისმიერი მცდელობა საბჭოს მიერ მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.[2]
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა საბჭომ მწუხარება გამოთქვა ერაყის უარზე, დაეშვა იარაღის ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებზე, რაც წარმოადგენდა უშიშროების საბჭოს წინა რეზოლუციების დარღვევას.[3] საბჭომ მოითხოვა, რომ ჯგუფებს ჰქონოდათ წვდომა მათ მიერ მოთხოვნილ ობიექტებზე, იარაღზე, აღჭურვილობასა და ტრანსპორტზე, და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სპეციალური კომისიის მუშაობას ამ საკითხში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Security Council demands Iraq allow immediate access by inspection teams to sites designated by United Nations Special Commission“. United Nations. 12 June 1996.
- ↑ Cordesman, Anthony H. (1999). Iraq and the war of sanctions: conventional threats and weapons of mass destruction. Greenwood Publishing Group, გვ. 216. ISBN 978-0-275-96528-0.
- ↑ Segell, Glen (2004). Disarming Iraq. Glen Segell Publishers, გვ. 19. ISBN 978-1-901414-26-4.