გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1050
| გაეროს უს რეზოლუცია 1050 | |
|---|---|
|
ICTR რუანდის დედაქალაქ კიგალიში | |
| თარიღი | 8 მარტი, 1996 |
| სხდომა № | 3,640 |
| კოდი | S/RES/1050 (დოკუმენტი) |
| თემა | რუანდაში არსებული ვითარება |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1050, მიიღეს 1996 წლის 8 მარტს, რუანდის შესახებ ყველა წინა რეზოლუციის გახსენების შემდეგ, საბჭომ განიხილა რუანდაში გაეროს დამხმარე მისიის (UNAMIR) გაყვანის ღონისძიებები.
უშიშროების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა ლტოლვილთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და ეროვნული შერიგების მნიშვნელობა, ასევე რუანდის მთავრობის როლი ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ლტოლვილთა კრიზისთან დაკავშირებით კონფერენციები გაიმართა კაიროსა და ადის-აბებაში; საბჭომ ხაზი გაუსვა რეგიონული კონფერენციის ჩატარების აუცილებლობას ამ საკითხის გადასაჭრელად.[1] ყველა ქვეყანას მოუწოდეს, ეთანამშრომლათ 1013-ე რეზოლუციით შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან და რუანდაში ადამიანის უფლებათა დაცვის ოპერაციასთან. საბჭო კვლავ დარწმუნებული იყო იმაში, რომ გაერომ ქვეყანაში თავისი როლის შესრულება უნდა განაგრძოს.
1029-ე რეზოლუციის მოთხოვნის შესაბამისად, გენერალურ მდივანს, ბუტროს ბუტროს-გალის, 1996 წლის 9 მარტს უნდა დაეწყო UNAMIR-ის გაყვანა რუანდიდან. მისიის ყველა დარჩენილი ელემენტი ხელს შეუწყობდა რუანდის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის უსაფრთხოებასა და დაცვას. რუანდის მთავრობის თანხმობით, გენერალურ მდივანს მიეცა რეკომენდაცია, გაეგრძელებინა საკომუნიკაციო სისტემისა და რადიოსადგურის მუშაობა ეროვნული შერიგების ხელშესაწყობად, სასამართლო სისტემის გასაძლიერებლად, ლტოლვილთა დაბრუნების გასაადვილებლად და ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღსადგენად.[2]
დასასრულს, გენერალურ მდივანს ეთხოვა, 1996 წლის 5 აპრილამდე წარედგინა ანგარიში რუანდასთან მიღწეული შეთანხმებების შესახებ, რომლებიც ეხებოდა ტრიბუნალის დაცვას UNAMIR-ის გაყვანის შემდეგ და სხვა ზემოაღნიშნულ საკითხებს.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Coup D'état in Burundi: Renewal of Ethnic Violence in Africa's Great Lakes Region“. Foreign Policy Bulletin. Cambridge University Press. 7 (5): 45–48. 1996. doi:10.1017/S1052703600000964.
- ↑ United Nations (1996). The United Nations and Rwanda, 1993–1996. United Nations, Dept. of Public Information, გვ. 709. ISBN 978-92-1-100561-5.