შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1047

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1047

ლუიზ არბური
თარიღი 29 თებერვალი, 1996
სხდომა № 3637
კოდი S/RES/1047 (დოკუმენტი)
თემა პროკურორის დანიშვნა ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალსა (ICTY) და რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალში (ICTR)
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1047 ერთხმად მიიღეს 1996 წლის 29 თებერვალს, 808-ე (1993), 827-ე (1993), 936-ე (1994) და 955-ე (1994) რეზოლუციების გახსენების შემდეგ, საბჭომ ლუიზ არბური დანიშნა რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალისა (ICTR) და ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის (ICTY) პროკურორად.[1]

საბჭომ აღნიშნა ყოფილი პროკურორის, რიჩარდ გოლდსტოუნის გადადგომა, რომელიც ძალაში 1996 წლის 1 ოქტომბრიდან შედიოდა, და დაადგინა, რომ კანადელი მოსამართლის, ლუიზ არბურის უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ თარიღიდან დაიწყებოდა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Security Council appoints Canadian judge Louise Arbour Prosecutor of war crimes tribunal“. United Nations. 29 February 1996.
  2. Jones, John R. W. D. (1998). The practice of the International Criminal Tribunals for the former Yugoslavia and Rwanda, 2nd, Transnational, გვ. 88. ISBN 978-1-57105-079-3.