შინაარსზე გადასვლა

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1004

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს უს
რეზოლუცია 1004

მემორიალური საფლავის ქვები სრებრენიცაში
თარიღი 12 ივლისი, 1995
სხდომა № 3553
კოდი S/RES/1004 (დოკუმენტი)
თემა ბოსნია და ჰერცეგოვინა
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1004 ერთხმად მიიღეს 1995 წლის 12 ივლისს, მას შემდეგ, რაც გაიხსენეს ყველა რეზოლუცია ყოფილი იუგოსლავიის ვითარების შესახებ. საბჭომ, გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მოქმედმა, მოითხოვა ბოსნიელ სერბთა ძალების გამოსვლა ბოსნია და ჰერცეგოვინაში მდებარე სრებრენიცის უსაფრთხოების ზონიდან და გაეროს დამცავი ძალების (UNPROFOR) პერსონალის უსაფრთხოების პატივისცემა. რეზოლუცია მიღებულია სრებრენიცის ტრაგედიის მიმდინარეობისას.[1]

მას შემდეგ, რაც დაადასტურა ბოსნია და ჰერცეგოვინას სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა, უშიშროების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა სრებრენიცაში არსებული ვითარებისა და იქაური სამოქალაქო მოსახლეობის გამო. სიტუაცია რთული აღმოჩნდა UNPROFOR-ისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პოტოჩარიში იმყოფებოდა მრავალი იძულებით გადაადგილებული პირი პირველადი მოხმარების ჰუმანიტარული მარაგების გარეშე. საბჭომ დაგმო UNPROFOR-ის პერსონალის დაკავება და ბოსნიელ სერბთა ძალების მიერ სამშვიდობო ძალებზე განხორციელებული თავდასხმები.

საბჭომ მოითხოვა, რომ ბოსნიელ სერბთა ძალებს შეეწყვიტათ შეტევა და დაუყოვნებლივ გამოსულიყვნენ სრებრენიციდან; ამასთან, დაამატა, რომ ამ ძალებს პატივი უნდა ეცათ ქალაქის, როგორც უსაფრთხო ზონის სტატუსისთვის.[2] საბჭომ ასევე მოითხოვა UNPROFOR-ის პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მისი დაკავებული წევრების გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი ხელახლა დადგა დღის წესრიგში 1010-ე რეზოლუციაშიც. ყველა მხარეს მოუწოდეს, უზრუნველეყოთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოების დაშვება მოცემულ ტერიტორიაზე, რათა დახმარებოდნენ სამოქალაქო მოსახლეობას და აღედგინათ კომუნალური მეურნეობა. გენერალურ მდივანსბუტროს ბუტროს-გალის — ეთხოვა ყველა არსებული რესურსის გამოყენება სრებრენიცის „უსაფრთხო ზონის“ სტატუსის აღსადგენად.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 22.04.2026.
  1. Lowe, Vaughan (2008). The United Nations Security Council and war: the evolution of thought and practice since 1945. Oxford University Press US, გვ. 436. ISBN 978-0-19-953343-5. 
  2. Traynor, Ian (12 July 1995). „Rampant Serbs push UN aside“. The Guardian.
  3. Bailey, Sydney Dawson (1998). The procedure of the UN Security Council, 3rd, Oxford University Press, გვ. 535. ISBN 978-0-19-828073-6.