გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1002
| გაეროს უს რეზოლუცია 1002 | |
|---|---|
|
გაეროს პატრულირება დასავლეთ საჰარაში | |
| თარიღი | 30 ივნისი, 1995 |
| სხდომა № | 3549 |
| კოდი | S/RES/1002 (დოკუმენტი) |
| თემა | დასავლეთი საჰარა |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
| შედეგი | მიღებულია |
| უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
|
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1002 ერთხმად მიიღეს 1995 წლის 30 ივნისს, მას შემდეგ, რაც გაიხსენეს რეზოლუციები 621 (1988), 658 (1990), 690 (1991), 725 (1991), 809 (1993), 907 (1994), 973 (1995) და 995 (1995), საბჭომ განიხილა დასავლეთ საჰარაში მოწესრიგების გეგმის იმპლემენტაციის საკითხი და გაეროს მისიას დასავლეთ საჰარაში რეფერენდუმის ჩასატარებლად (MINURSO) მანდატი 1995 წლის 30 სექტემბრამდე გაუგრძელა.[1]
უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მხარეებს შორის არსებულმა ეჭვებმა და ნდობის ნაკლებობამ ხელი შეუწყო დასავლეთ საჰარისთვის გაეროს გეგმის განხორციელების დაყოვნებას. პროგრესის მისაღწევად, ორივე მხარეს უნდა ჰქონოდა მკაფიო ხედვა რეფერენდუმის შემდგომი პერიოდის შესახებ. გენერალურმა მდივანმა — ბუტროს ბუტროს-გალიმ — განსაზღვრა მიზნები მოწესრიგების გეგმის შესაფასებლად, რაც მოიცავდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, პოლისარიოს ჯარების ყაზარმირებას (ლოკალიზებას) და ტერიტორიაზე მაროკოს ჯარების რაოდენობის შემცირებას.
რეზოლუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საბჭოს ერთგულება დასავლეთ საჰარის ხალხის თვითგამორკვევის მიზნით რეფერენდუმის ჩატარებისადმი.[2] მიუხედავად ამისა, გამოითქვა შეშფოთება რეფერენდუმის გეგმის (როგორც საერთო მოწესრიგების გეგმის ნაწილის) განხორციელების მუდმივი დაყოვნების გამო; ყველა მხარეს მოუწოდეს, ხელი არ შეუშალონ მოწესრიგების გეგმის იმპლემენტაციას, ხოლო გენერალურ მდივანს მოეთხოვა, დაერწმუნებინა როგორც მაროკო, ისე პოლისარიოს ფრონტი, განაახლონ მონაწილეობა მის შესრულებაში. ბუტროს-გალის ასევე დაევალა, 1995 წლის 10 სექტემბრისთვის წარედგინა ანგარიში ამ სფეროში მიღწეული პროგრესის შესახებ.
მოსალოდნელი იყო, რომ რეფერენდუმი 1996 წლის დასაწყისში ჩატარდებოდა, ხოლო გარდამავალი პერიოდი 1995 წლის ნოემბერში დაიწყებოდა. გენერალური მდივნის შემდგომი ანგარიშის საფუძველზე უნდა გადაწყვეტილიყო, გაგრძელდებოდა თუ არა MINURSO-ს მანდატი 1995 წლის 30 სექტემბრის შემდეგ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- United Nations. docs.un.org. ციტირების თარიღი: 24.04.2026.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations, Office of Public Information (1995). UN monthly chronicle, Volumes 32–33. United Nations, Office of Public Information, გვ. 49.
- ↑ Yusuf, Abdulqawi (1998). African Yearbook of International Law Vol 5 1997. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 210. ISBN 978-90-411-1055-8.
| |||||