გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაეროს ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია)
Jump to navigation Jump to search

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია შეიქმნა 1946 წელს. დღეს ფედერაცია წარმოადგენს ქსელს, სადაც მსოფლიო ხალხები უკავშირდებიან ერთმანეთს გაეროს ასოციაციების საშუალებით და მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მშვიდობა, ადამიანის უფლებები, დემოკრატია, საერთაშორისო სამართალი და ა.შ.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია არის დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ძალიან მჭიდრო კავშირი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და მის სააგენტოებთან.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია დაარსდა 1946 წლის 2 აგვისტოს ლუქსემბურგში 22 ქვეყნის გაეროს ასოციაციების მიერ. მათ მიერ მიღებული კონსტიტუციის მიხედვით:

”ჩვენ, შესაბამისი ქვეყნების გაეროს ასოციაციების წარმომადგენლები, მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ინტელექტუალური და მორალური საზოგადოების გაერთიანება. გადავწყვიტეთ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ჩამოვაყალიბოთ ხალხთა ასოციაციები.......ცნობილი, როგორც გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია”

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია ერთადერთი გლობალური ორგანიზაციაა, რომლის უპირველესი მისია - გაერთიანებული ერების პრინციპების მხარდაჭერაა. ფედერაციის დამფუძნებლები მუშაობდნენ იმისათვის, რომ გააზრებული ყოფილიყო გაერთიანებული ერების მნიშვნელობა და როლი საერთაშორისო სისტემაში სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ფორმირების პროცესში.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია პირველყოვლისა არის ”ხალხის მოძრაობა გაერთიანებული ერებისათვის” შვიდი უმთავრესი მიზნით: ტოლერანტობის კულტურის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ურთიერთგაგების დანერგვა; სოლიდარობისა და ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა; მსოფლიოში რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური, ენობრივი და პოლიტიკური ორიენტაციის საფუძველზე რასიზმის აღკვეთა; მშვიდობის ხელშეწყობა; სამართლიანობის უზრუნველყოფა; უსაფრთხოება და განიარაღება; მშვიდობიანი თანაცხოვრება და თანამშრომლობა ერებს შორის.

წლების განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით გაეროს ასოციაციების რაოდენობა იზრდება. ისინი ხალხს აცნობენ გაეროს პროგრამებსა და აქტივობებს, უზრუნველყოფენ მოსახლეობის აქტიურ ჩართვას ამ პროეტებში, გაერთინაებული ერების მხარდაჭერის მიზნით კი ლობირებენ ეროვნულ მთავრობაზე, პოლიტიურ პარტიებსა და ინტერეს ჯგუფებზე.

წარმომადგნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრეზიდენტი - პარკ სუ გილი
გენერალური მდივანი - ბონიან გოლმოჰამადი

აღმასრულებელი კომიტეტის წევრები

  • ჯეი ჯეთვა - ავსტრალია
  • კეთრინ ვაითი - კანადა, საბჭოს თავმჯდომარე
  • პანგ სენი - ჩინეთი
  • სისსა ვა ნუმბე - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • კარლოს ამათ ფორეს - კვიპროსი
  • კრისტოს თეოდოულოუ - კვიპროსი
  • ჰელენა ლაუკკო - ფინეთი
  • რამაზ აფციაური - საქართველო
  • სურეშ სტრივასტავა - ინდოეთი
  • სუნ ჯუნ-იონგ - კორეის რესპუბლიკა
  • ქერი სოლჰოლმ - ნორვეგია
  • ალექსეი ბორისოვ - რუსეთი
  • ქუანგ ბოონ ლიი - სინგაპური
  • ედუარდ საგარა ტრიას - ესპანეთი
  • ალექსანდერ გაბელიჩ - შვედეთი
  • სემ დოუს - დიდი ბრიტანეთი
  • ტომას მილერი - აშშ
  • ნორმა როხას - ვენესუელა

ხაზინადარი

  • სანდიიპ ბჰუტორია

ვიცე-პრეზიდენტები

  • ბეატე ვაგნერი - გერმანია
  • ერვინ გომბოს - უნგრეთი
  • რენა შაშუა ჰასსონ - ისრაელი
  • მოჰამად რაშად დაურიავო - მავრიკი
  • დამბა ბირ თჰაპა - ნეპალი
  • ჰაროლდ ჰერმან - სამხრეთ აფრიკა

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის მეგობრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელჩი ვილიამ ვანდენ ჰეუველი, პრეზიდენტი
  • ლუის პერლმუტტერი, ხაზინადარი
  • ედისონ დიკი, საბჭოს წევრი
  • ელჩი რობინ დიუკი, საბჭოს წევრი
  • ელჩი რიჩარდ გარდნერი, საბჭოს წევრი
  • ჯონ პიერსი, საბჭოს წევრი
  • ჯონ ვაითჰედი, საბჭოს წევრი
  • მაიკლ ცოოპერი, საბჭოს წევრი
  • მაურის სტრონგი, საბჭოს წევრი
  • ლორდ დავიდ ჰანნეი, საბჭოს წევრი
  • გილიან სორესენი, საბჭოს წევრი
  • მერილინ ჰაფტი, საბჭოს წევრი
  • ვორენ ჰოგი, საბჭოს წევრი
  • ალფრედ როსსი, საბჭოს წევრი

მისია და ხედვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვენი ხედვა

გაერთიანებული ერები არის ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია შეეჭიდოს თანამედროვე გამოწვევებს.

ჩვენი მისია

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია მუშაობს იმისათვის, რათა შექმნას უკეთესი მსოფლიო, გააძლიეროს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და მხარი დაუჭიროს საერთაშორისო თანამშრომლობას და ურთიერთგაგებას მოქალაქეებს შორის. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციას სჯერა, რომ ხალხის ჩართულობა ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მნიშვნელოვანი, რათა გაერთიანებული ერების მიზნები იქნას მიღწეული.

მიღწევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს გენერალურმა ასაბლეამ მიიღო რეზოლუცია 41/68, სადაც აღნიშნულია გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის არსებობის მნიშვნელობა გაერთიანებული ერებისათვის.

ელეონორა რუზველტი გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის აქტიური წევრი იყო. 1948 წლიდან, მას შემდეგ რაც მიიღეს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ფედერაციის პროგრამებში ადამიანის უფლებების დაცვამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატის შექმნა ფედერაციის დღის წესრიგში დიდი ხნის განმავლობაში ეწერა.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა იმ რეგიონებში, სადაც ადამიანის უფლებები იზღუდებოდა. მაგალითად, ფრანკოს ესპანეთში, აღმოსავლეთ ევროპის პოსტკომუნისტურ ქვეყნებში და შუა-აღმოსავლეთში. ფედერაცია ჩართული იყო კონფლიქტების მოგვარების კამპანიებში სხვადასხვა რეგიონში.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1967 წელს კონფერენციის ”უსაფრთხოება და ურთიერთანამშრომლობა ევროპაში” ჩატარებაში. სხვა არასამთავრობოებიც ჩაერთნენ ამ პროცესში და 1975 წელს ჰელსინკიში ხელი მოეწერა საბოლოო აქტს 35 სახელმწიფოს მიერ (მათ შორის აშშ და კანადა). პროცესი ”უსაფრთხოება და ურთიერთთანამშრომლობა ევროპაში” მალე გარდაიქმნა ევროპის უსაფრთოხებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციად (OSCE).

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრმა აფრიკის გაეროს ასოციაციებმა მნიშვნელოვან წვლილი შეიტანეს აპართეიდის (ლეგალური რასობრივი სეგრეგაცია) აღკვეთაში.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია ხელს უწყობდა მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებას განიარაღების საკითხებზე ცივი ომის პერიოდში. იუნესკოსთან, გაერთიანებულ ერებთან და სხვა არასამთავრობოებთან თანამშრომლობით და გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციების სემინარები განიარაღების საკითხებთან დაკავშირებით.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის არსებობის განმავლობაში, ფედერაციამ შექმნა ფორუმი გლობალური დიალოგისათვის და მთავრობები მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია მხარს უჭერდა გაეროს რეფორმირების საკითხს, იმისათვის, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეძლოს თანამედროვე გამოწვევებზე რეაგირება.

მიმდინარე პროექტები:[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერაცია მუშაობს სამი ძირითადი მიმართულებით:

  • მშვიდობა და უსაფრთხოება
  • ადამიანის უფლებები
  • სტაბილური განვითარება

ამ მიმართულებებით სამუშაოდ, ფედერაცია იყენებს სამ ურთიერთდაკავშირებულ სტრატეგიას:

  • განათლება და თვითშეგნების ამაღლება
  • პოლიტიკის შემუშავება და დაცვა
  • მულტილატერალური თანამშრომლობა და პროექტების განხორციელება

გაეროს სათავო ოფისის (ნიუ–იორკში) და გაეროს ჟენევის ოფისის ორგანიზებით იმართება სასწავლო ტურები გაეროს ასოციაციებისათვის, რათა ასოციაციების წარმომადგენლებმა გაიღრმავონ ცოდნა გაეროს სისტემასთან დაკავშირებით.

გლობალური კრიზისის პერიოდში, გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციამ წამოიწყო გლობალური მოქალაქის კამპანიები (Global Citizen Campaign Programs) გაერთიანებული ერების დასახმარებლად, რესურსების გაზრდის მიზნით.

მშვიდობა და უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერაციამ 2010 წელს დაიწყო განხორციელება პროექტის - „დაცვის პასუხისმგებლობა: საჯარო და პოლიტიკური მზაობის მობილიზება“, რომელიც მიმართულია გენოციდის, ომის, კაცობიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

ფედერაცია ასევე ახორციელებს ნულოვანი მსოფლიოს პროგრამას განიარაღებასთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი უპირატესი საკითხია გაერთიანებლი ერების დღის წესრიგში. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის მიზანია კონფლიქტების მოგვარება და განიარაღება.

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამა ”სამოქალაქო საზოგდოება მოქმედებს ადამიანის უფლებებზე” მიზნად ისახავს გაეროს ასოციაციიების მიერ ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების დაცვასა და გაეროს ადამიანის უფლებების სისტემის დანერგვას. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას გაეროს ასოციაციებისათვის პროექტების განხორციელების პროცესში.

სტაბილური განვითარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის პროგრამაში ” ახალგაზრდების გავლენა აფრიკაზე” აღნიშნულია აფრიკის ქვეყნების უუნარობა ათასწლეულის განვითარების მიზნების მისაღწევად და მიზნად ისახავს ახალგაზრდების როლის გაზრდას, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ტრეინინგებისა და სემინარების ციკლს, რათა ახალგაზრდა თაობა აქტიურად ჩაებას „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ განხორციელებაში.

2010 წელს ფედერაციამ დაიწყო პროექტი ”Go beyond”, რომელიც მიზნად ისახავს კლიმატური პრობლემების გადაწყვეტას. პროექტი ითვალისწინებს ინოვაციურ-სოციალური გადაწყვეტილებებით კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში.

ახალგარდული აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაეროს ასოციაციათა უმრავლესობას გააჩნია გაერთიანებული ერების ახალგაზრდული ასოციაციები ან ახალგაზრდული პროგრამები/აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავენ ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას გაეროს საქმიანობაში.

ფედერაციის მიზანია ნებისმიერი ასაკისა და სამუშაოს მქონე ადამიანის დაკავშირება გაერთიანებულ ერებთან. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია ხშირად ახორციელებს გაეროს მოდელირების კონფერენციებს, რომელიც მიმართულია სწორედ ახალგაზრდებზე. გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია ატარებს ახალგაზრდული აქტივობების სერიას ახალგაზრდთა საერთაშორისო წელს , 2010 წლის აგვისტო-2011 წლის აგვისტო. პირველი ახალგაზრდული სემინარი ჩატარდება ოსლოში ნორვეგიის გაეროს ასოციაციის მიერ 2010 წლის 1-3 ოქტომბერს.

ახალგაზრდული სემინარის სერიის მთავარი მიზანია ფედერაციის ახალგაზრდული ქსელის გაძლიერება, გაეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება და მათი აქტიური ჩართვა სხვადასხვა პროექტებში.

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეს გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანებულია 100 გაეროს ასოციაცია სხვადასხვა რეგიონიდან. ასოციაციების მისია ეროვნულ დონეზე მოიცავს:

  • გაერთიანებული ერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
  • გაერთიანებული ერების მხარდაჭერის მიზნით მთავრობების, პოლიტიკური პარტიებისა და ინტერესთა ჯგუფების ლობირება
  • გაეროს მოდელირების კონფერენციის ჩატარება
  • მედიის მიერ გაეროს პროგრამების გაშუქების უზრუნველყოფა
  • სხვა მოხალისეობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სხვადასხვა პროექტების განხორციელებისას

გაეროს ასოციაციები მდებარეობს:

აფრიკა

  • ბენინი
  • ბურუნდი
  • განა
  • ეგვიპტე
  • ეთიოპია
  • ზამბია
  • კენია
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • ლიბერია
  • მავრიკი
  • მაროკო
  • ნიგერია
  • რუანდა
  • სამხრეთ აფრიკა
  • სენეგალი
  • სიერა ლეონე
  • სუდანი
  • ტანზანია
  • ტოგო
  • ტუნისი
  • უგანდა

აზია-წყნარი ოკეანე

  • ავსტრალია
  • ავღანეთი
  • ახალი ზელანდია
  • ბანგლადეში
  • ბრუტანი
  • იაპონია
  • ინდოეთი
  • ირანი
  • ლიბანი
  • მალაიზია
  • ნეპალი
  • პაკისტანი
  • სინგაპური
  • სირია
  • ტაილანდი
  • ფილიპინები
  • ყირგიზეთის რესპუბლიკა
  • შრი ლანკა
  • ჩინეთი

ევროპა

  • ავსტრია
  • ალბანეთი
  • ბელარუსია
  • ბელგია
  • ბულგარეთი
  • გერმანია
  • დანია
  • დიდი ბრიტანეთი
  • ესპანეთი
  • ესტონეთი
  • თურქეთი
  • ირლანდია
  • ისლანდია
  • ისრაელი
  • იტალია
  • კვიპროსი
  • ლიტვა
  • ლუქსემბურგი
  • მაკედონია
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • პორტუგალია
  • რუმინეთი
  • რუსეთი
  • საბერძნეთი
  • საფრანგეთი
  • საქართველო
  • სერბეთი
  • სლოვაკეთი
  • სომხეთი
  • უნგრეთი
  • ფინეთი
  • შვედეთი
  • შვეიცარია
  • ჩეხეთის რესპუბლიკა
  • ხორვატია

ჩრდილო ამერიკა

  • ამერიკის შეერთეული შტატები
  • გვატემელა
  • დომინიკის რესპუბლიკა
  • იამაიკა
  • კანადა
  • კუბა
  • მეხიკო
  • ნიკარაგუა
  • ტრინიდადი & ტობაკო
  • ჰაიტი

სამხრეთ ამერიკა

  • არგენტინა
  • ბრაზილია
  • ბოლივია
  • ეკვადორი
  • ვენესუელა
  • კოლუმბია
  • პერუ
  • სურინამი
  • ჩილე

გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია თვეში ორჯერ უშვებს ბიულეტენს, სადაც საუბარია გაეროს საქმიანობაზე.

სხვა ლინკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგი:გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაცია