შინაარსზე გადასვლა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კაბინეტის ოფისის უფროსი მეთაგვე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთავრობის კაბინეტის ოფისის უფროსი მეთაგვე
Chief Mouser to the Cabinet Office

გაერთიანებული სამეფოს დროშა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის გერბი
მოქმედი:
ლარი

 15 თებერვალი, 2011
რეზიდენცია დაუნინგის ქუჩა 10
დამნიშვნელი პრემიერ-მინისტრი
ვადის ხანგრძლივობა უვადოდ
დაარსდა დაახლ. 1515
ტიტული პირველად 1997 წელს გამოიყენეს[1]
პირველი თანამდებობაზე ტომას ვოლსის კატა
საიტი ლარი უფროსი მეთაგვე

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კაბინეტის ოფისის უფროსი მეთაგვე — ოფიციალური რეზიდენტი კატის ტიტული დაუნინგ ქუჩა 10-ზე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასა და აღმასრულებელ ოფისში, ლონდონში. მე-16 საუკუნიდან ბრიტანეთის მთავრობაში ცხოვრობდა კატა, რომელიც მეთაგვედ და შინაურ ცხოველად მუშაობდა, თუმცა თანამედროვე ჩანაწერები ასეთი კატის შესახებ მხოლოდ 1920-იანი წლებით თარიღდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა კატებიც ცხოვრობდნენ დაუნინგის ქუჩაზე, პირველი, ვინც ბრიტანეთის მთავრობისგან მიიღო მთავარი მეთაგვის ოფიციალური წოდება, იყო ლარი 2011 წელს. სხვა კატებს ეს ტიტული მოფერებით მიენიჭათ, როგორც წესი, ბრიტანული პრესის მიერ.

არსებობს მტკიცებულება, რომ კატა ცხოვრობდა ინგლისის მთავრობაში, რომელიც თარიღდება ჰენრი VIII-ის მეფობით,[2] ეს იყო კარდინალი თომას ვოლსის კატა, ლორდი კანცლერის უფლებამოსილებით მოქმედების დროს.[3] თუმცა, ოფიციალური ჩანაწერები საჯარო დომენში გამოქვეყნდა 2005 წლის 4 იანვარს, როგორც 2000 წლის ინფორმაციის თავისუფლების აქტის ნაწილი, სადაც მტიკებულება მხოლოდ 1929 წლის 3 ივნისით[4][5] თარიღდება, როდესაც ხაზინაში AE Banham-მა უფლება მისცა ოფისის მეურვეს „დახარჯულიყო 1 პენი დღეში ეფექტური კატის შესანახად“.[6] 1932 წლის აპრილში ყოველკვირეული შემწეობა გაიზარდა 1 შილინგსა 6 პენიმდე. XXI საუკუნეში მეთაგვის შენახვა ხაზინას წელიწადში 100 ფუნტი უჯდებოდა.[7] კატები სულაც არ ეკუთვნიან პრემიერ მინისტრს რეზიდენციას და იშვიათია, რომ მთავარი მეთაგვის უფლებამოსილების ვადა დაემთხვეს პრემიერ-მინისტრის ვადას.[8] დაუნინგის ქუჩაზე ყველაზე ხანგრძლივი მოღვაწეობის მქონე კატა არის უილბერფორსი, რომელიც ემსახურებოდა ოთხ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრს: ედვარდ ჰითს, ჰაროლდ უილსონს, ჯიმ კალაგანს და მარგარეტ ტეტჩერს.[9][10]

პოსტს ლარი 2011 წლიდან იკავებს,[11] მისმა წინამორბედმა, სიბილმა პოსტი 2009 წლის იანვარში დატოვა. სიბილი, რომელმაც თავისი თანამდებობა 2007 წლის 11 სექტემბერს დაიკავა, იყო პირველი მეთაგვე ათი წლის შემდეგ, 1997 წელს მისი წინამორბედი ჰამფრის პენსიაზე გასვლის შემდეგ. სიბილი ეკუთვნოდა ფინანსთა მაშინდელ კანცლერს, ალისტერ დარლინგს, რომელიც ცხოვრობდა დაუნინგის ქუჩა 10-ზე, ხოლო მაშინდელი პრემიერ მინისტრი გორდონ ბრაუნი ცხოვრობდა უფრო დაუნინგის ქუჩა 11-ზე.[12][13] გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიბილი არ დარჩა ლონდონში და დააბრუნეს შოტლანდიაში, რათა ეცხოვრა დარლინგის მეგობრებთან ერთად. სიბილი გარდაიცვალა 2009 წლის 27 ივლისს.[14][15]

2011 წლის იანვარში ვირთხები შენიშნეს დაუნინგის ქუჩაზე.[16] იმ დროს არ არსებობდა მოქმედი მთავარი მეთაგვე, პრემიერ-მინისტრის სპიკერმა თქვა, რომ „არ გეგმავდა“ კატის მოყვანას პრობლემის მოსაგვარებლად;[17] თუმცა, მეორე დღეს, გაზეთებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სპიკერმა თქვა, რომ დაუნინგ სტრიტზე იყო „კატის მომხრე ფრაქცია“, რამაც გამოიწვია ვარაუდი, რომ შესაძლოა მართლაც მოიყვანონ შემცვლელი პრობლემის მოსაგვარებლად.[17] 2011 წლის 14 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემის გადასაჭრელად კატა სახელად „ლარი“ მოიყვანეს.[18] London Evening Standard იტყობინება, რომ კატა აირჩიეს დევიდ კამერონმა და მისმა ოჯახმა Battersea Dogs & Cats Home-ში მცხოვრებთაგან.[18]

უფროსი მეთაგვეების უფლებამოსილების ვადები წარსულში ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა თანამდებობა შეიძლება და დარჩა კიდეც ვაკანტური დიდი ხნის განმავლობაში. ლარი არის ერთადერთი უფროსი მეთაგვე, რომელიც ჩამოთვლილია დაუნინგის მე-10 ნომრის ოფიციალურ ვებსაიტზე.[19]

პარტიულობის შესწავლა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს მანჩესტერის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა რობერტ ფორდმა გააკეთა მოხსენება YouGov-ის გამოკითხვაზე დაუნინგ სტრიტის კატების მიმართ პარტიელების დამოკიდებულებისა და რეაქციების შესახებ. გამოკითხვის მონაწილეებს აჩვენეს ჰამფრის ფოტო, რომელიც მარგარეტ ტეტჩერის მიერ დანიშნული მთავარი მეთაგვე იყო და უთხრეს, რომ ის ან ტეტჩერის კატა იყო, ან ტონი ბლერის კატა. კატისადმი მიდრეკილება იყოფა პარტიზანული ხაზებით: კონსერვატიულ ამომრჩევლებს კატა უფრო მოსწონდათ, როცა უთხრეს, რომ ის ტეტჩერის იყო, ხოლო ლეიბორისტულ ამომრჩევლებს უფრო მეტად მოეწონათ კატა, როცა უთხრეს, რომ ის ბლერის იყო. ფორდი ასკვნის, რომ პარტიულობა აყალიბებს რეაქციას ყველაფერზე, რასაც აკეთებს პოლიტიკოსი, თუმცა ტრივიალური, ჰალო ეფექტის მსგავსი (და საპირისპირო „ჩანგლისებრი კუდის ეფექტი“), რომელიც ფსიქოლოგების მიერაა აღწერილი.[20]

უფროსი მეთაგვეების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლარი 2011 წელს პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონთან და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან ერთად
სახელი დაიწყო მოღვაწეობა დაასრულა მოღვაწეობა პრემიერ(ებ)ი წყარო
რუფუსი ინგლისელი[21][22] 1924 დაახლ. 1930[22] რამზი მაკდონალდი [23]
პეტრე 1929 1946[4] სტენლი ბოლდუინი, რამზი მაკდონალდი, ნევილ ჩემბერლენი, უინსტონ ჩერჩილი, კლემენტ ეტლი [4][8]
მიუნხენის მეთაგვე 1937–40 1943 ნევილ ჩემბერლენი, უინსტონ ჩერჩილი [24][25]
ნელსონი 1940-იანი წლები უინსტონ ჩერჩილი [25][26]
პეტრე II 1946 1947 კლემენტ ეტლი [4]
პეტრე III 1947 1964 კლემენტ ეტლი, უინსტონ ჩერჩილი, ენტონი იდენი, ჰაროლდ მაკმილანი, ალეკ დუგლას-ჰოუმი [4]
პეტა 1964 დაახლ. 1976 ალეკ დუგლას-ჰოუმი, ჰაროლდ უილსონი, ედვარდ ჰიტი [4]
უილბერფორსი 1973 1987 ედვარდ ჰიტი, ჰაროლდ უილსონი, ჯიმ კალაგანი, მარგარეტ ტეტჩერი [9][10]
ჰემფრი 1989 1997 მარგარეტ ტეტჩერი, ჯონ მეიჯორი, ტონი ბლერი [27]
სიბილი 2007 2009 გორდონ ბრაუნი [13][14][28]
ლარი 2011 დღემდე დევიდ კამერონი, ტერეზა მეი, ბორის ჯონსონი, ლიზ ტრუსი, რიში სუნაკი [29]
ფრეია 2012 2014 დევიდ კამერონი [30]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Purr-fect ending fur Humphrey!“. BBC News. 25 November 1997. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  2. Davies, Caroline (24 November 1997). „More questions over how No 10 handled the kitty“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 December 2007. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  3. Van Vechten, Carl (1922). „The Cat and the Law“, The Tiger in the House. Alfred A. Knopf. 
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 „Home Office cat history revealed“. BBC News. 4 January 2005. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  5. The official Home Office cat. The National Archives (1929–1976). ციტირების თარიღი: 30 October 2011
  6. „Tale of Home Office cat“. Metro. Associated Newspapers. 4 January 2005. ციტირების თარიღი: 25 July 2019.
  7. Millward, David (15 March 2005). „Humphrey... the Downing Street dossier“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2005. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  8. 8.0 8.1 Fenton, Ben (4 January 2005). „Cats that left a mark in the corridors of power“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 May 2005. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  9. 9.0 9.1 Roberts, Patrick. Wilberforce. ციტირების თარიღი: July 7, 2019
  10. 10.0 10.1 Associated Press. Wilberforce the Cat, Mouser to 4 British Leaders, Dead at 15. Los Angeles Times (May 20, 1988). ციტირების თარიღი: July 7, 2019
  11. Kraemer, Daniel; Sleator, Laurence. The new PM's first job: Impress the cat. BBC (July 24, 2019). ციტირების თარიღი: July 24, 2019
  12. „No. 10 has its first cat since Humphrey“. Reuters. 12 September 2007. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  13. 13.0 13.1 Nick, Assinder (12 September 2007). „No 10 gets new feline first lady“. BBC News. ციტირების თარიღი: 30 October 2011.Nick, Assinder (12 September 2007).
  14. 14.0 14.1 Crichton, Torcuil (29 July 2009). „Darling's cat Sybil dies after a short illness“. The Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 August 2009. ციტირების თარიღი: 30 October 2011.Crichton, Torcuil (29 July 2009).
  15. McSmith, Andy (29 July 2009). „Farewell to the original New Labour cat“. The Independent. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  16. „Another rat spotted on steps of Number 10“. ITN. MSN. 24 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2012. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  17. 17.0 17.1 "Pro-cat faction" urges Downing Street rat rethink“. BBC News. 25 January 2011. ციტირების თარიღი: 30 October 2011.
  18. 18.0 18.1 Woodhouse, Craig. (14 February 2011) Larry the tabby lands No10 job as rat catcher. London Evening Standard. ციტირების თარიღი: 30 October 2011
  19. Larry, Chief Mouser to the Cabinet Office. 10 Downing Street. ციტირების თარიღი: 31 December 2012
  20. Ford, Robert (2004). „Of mousers and men: how politics colours everything we see“, Sex, Lies and the Ballot Box: 50 Things You Need To Know About British Elections. London: Biteback Publishing. ISBN 1849548250. 
  21. Larry the cat joins David Cameron in Downing Street (15 February 2011). ციტატა: „During the 1920s, Labour Prime Minister Ramsay MacDonald's cat - a renowned rat-catcher - had the rather regal title of Rufus of England, but was nicknamed "Treasury Bill".“ ციტირების თარიღი: 6 July 2019
  22. 22.0 22.1 The Cat that Looked at a Chancellor. Sunday Mail (Adelaide) (5 July 1930). ციტირების თარიღი: 6 July 2019
  23. Campbell, Mel (19 May 2010). 'Miaow, Prime Minister': the bureaucats of Downing Street“. Crikey. ციტირების თარიღი: 25 January 2011.(ფასიანი რეგისტრაცია)
  24. Irving, David (2001). Churchill's War Volume II: Triumph in Adversity. Focal Point Publications, გვ. 833. ISBN 1-872197-15-9. 
  25. 25.0 25.1 „Riddles, Mysteries, Enigmas“. Finest Hour. The Churchill Centre (110). Spring 2001.
  26. „Riddles, Mysteries, Enigmas“. Finest Hour. The Churchill Centre (109). Winter 2000–2001.
  27. Humphrey the Cat. Cabinet Office. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ოქტომბერი 2007. ციტირების თარიღი: 12 March 2008
  28. Morning press briefing from 11 September 2007. 10 Downing Street, Government of the United Kingdom (11 September 2007). ციტირების თარიღი: 30 October 2011
  29. History of 10 Downing Street. ციტირების თარიღი: 13 December 2017
  30. Dearden, Lizzie. (9 November 2014) George Osborne's family cat Freya sent away from Downing Street to Kent. The Independent. ციტირების თარიღი: 7 February 2015