გაელ ანდონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაელ ანდონიანი
Գաել Անդոնյան
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
7 თებერვალი, 1995 (1995-02-07) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
სიმაღლე 1.85 მ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
მარსელი
ნომერი 12
ახალგაზრდული კარიერა
2004-2012 მარსელის „ოლიმპიკის“ აკადემია
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2012- მარსელის „ოლიპიკი“ B 46 (3)
2012- მარსელი 1 (0)
ეროვნული ნაკრები
2011 საფრანგეთის 16 წლ. 2 (0)
2015- სომხეთი 4 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2015

გაელ ანდონიანი (სომხ. Գաել Անդոնյան; დ. 7 თებერვალი, 1995, მარსელი, საფრანგეთი) — სომეხი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს საფრანგეთის ლიგა 1-ში, მარსელის ოლიმპიკის შემადგენლობაში. ასევე, სომხეთის ეროვნულ ნაკრებში. არის ცენტრალური მცველი.

გაელ ანდონიანი დაიბადა 1995 წლის 7 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ მარსელში. 2004 წლიდან ის ირიცხება მარსელის „ოლიმპიკის“ აკადემიაში. 2012 წლიდან ირიცხება „ოლიმპიკის“ ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ძირითადად მის მეორე გუნდში თამაშობს. „ოლიმპიკის“ ძირითად გუნდში გაელმა ითამაშა 2014 წლის 2 ნოემბერს, ლანსის წინააღმდეგ.

არსებობდა საკითხი, თუ რომელ ნაკრებში ითამაშებდა გაელი. 2011 წელს მან ორი ამხანაგური მატჩი ითამაშა საფრანგეთის 16 წლამდელთა ნაკრებში. ამ საკითხს წერტილი დაესვა 2015 წლის 26 თებერვალს, როცა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუბენ ჰაირაპეტიანმა განაცხადა, რომ 21 მარტს გაელ ანდონიანი ჩავიდოდა ერევანში, რათა ეთამაშა სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში. რვა დღის შემდეგ გაელმა ითამაშა ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 90 წუთის განმავლობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]