გადის ტორსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Torso Gaddi

გადის ტორსო (Gaddi Torso), მარმარილოს ფიგურა გამოფენილი უფიცის არქეოლოგიური ოთახში, ფლორენციაში, და წარმოადგენს ძვ. წ. II საუკუნის ელინისტურ ქანდაკებას. მისი დინამიური მოხრა და არაჩვეულებრივად დახვეწილი მოდელირება მას პერგამენის სკოლის ქანდაკებებს მიაკუთვნებს. გადის კოლექციაში ყოფნისას ქანდაკება სატირის ტორსო ეგონათ, თუმცა ამჟამად მას ჯაჭვებისგან გათავისუფლების მოწადინე კენტავრად მიიჩნევენ. ეს თემა რამდენიმეჯერ წარმოუდგენიათ ელენისტურ ხელოვნებაში, რაც იმჟამად ადამიანის მდაბალი ნატურის ცივილიზებული კონტროლის სიმბოლოს წარმოადგენდა.