ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტარიბნის ტაფობის მეორე ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ტარიბნის ტაფობში კოწახურების ქედის სამხრეთით, მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, სერზე. საქართველოს სასაზღვრო პუნქტიდან აღმოსავლეთით 500-600 მეტრის დაშორებით ვარაზმანავრად წოდებულ ადგილზე.

აღმოჩნდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს ერთი ნამოსახლარი სერის ძირშია, უბეში, რომლის ინტესიური გადარეცხვის შედეგად ზედაპირზეც კი ჩანს მონაცრისფრო ზოგჯერ მორუხო კერამიკული მასალა. მეორე ნამოსახლარი აღმოჩნდა სერის კლდოვან ფერდობზე 60-70 მეტრ სიმაღლეზე. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებით დამხობილ დახრამულ ტერასაზე. ძეგლი თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო — ახალი წელთაღრიცხვის მიჯნით. ტერასის კიდის მთელ სიგრძეზე ამოზიდულია. ქვიშაქვის მაღალი მასივი რომელიც სავარაუდოდ სათავდაცვო ზღუდე უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ტერასა ჩაკეტილია, ქვის დაბალი მშრალი წყობით ნაგები კედლით. მსგავსი კედლითაა გადაკეტილი სამხრეთ-დასავლეთ მხარეც. კლდეში იკვეთება კარიბჭე შესასვლელი გზაც აქედან ყოფილა. ტერასაზე განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სხვადასხვა ზომის სათავსო ნაშთებია. უხვად იკრიფება კარგად გამომწვარი მოყვითალო ან მოწითალო იშვიათად მოჩალისფრო. კერამიკულ მასალაზე გვხვდება მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტებიც. ტერასის ზემოთ 40-50 მეტრ სიმაღლეზე კლდის თხემზე აღმოჩნდა მესამე ნამოსახლარი რომელიც სავარაუდოდ ახალი წელთაღრიცხვის I ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება ნამოსახლარია სამხრეთ მხარე კლდეა, დანარჩენი შემოსაზღრულია რიყის ქვით დუღაბზე ნაგები დაბალი გალავნით ჩრდილო-აღმოსავლეთით შემორჩენილია დანგრეული გოდოლი, ეკლესია და გუმბათ ჩაქცეული აკლდამა. ნამოსახლარიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მეტრი სიგრძის ადა 70-80 მეტრი სიგანის ფართობზე, ქვით ნაგები სათავსების ნაშთებია. შედარებით უკეთა გადარჩენილი ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე, სადაც კედლის სიმაღლე ზოგან1-1,5 მეტრია. სამხრეთიდან იგი დაცულია კლდოვანი მასივით სამხრეთ-დასავლეთიდან — გალავნით, ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთი, ქვიშაქვის მაღალი ვიწრო ზოლით, რომელსაც დაახლოებით შუა ადგილზე ვიწრო წყვეტილი აქვს.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]