გადამყვანი მრუდი

გადამყვანი მრუდი — გზის გეგმის ელემენტი, რომელშიც გზის პირდაპირი მონაკვეთი წრიულ მრუდში ეწერება და წრიული მრუდები ერთმანეთში ეწერებიან.
დანიშნულება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გადამყვანი მრუდი გამოიყენება იმისათვის, რომ ტრასის სიმრუდე შეიცვალოს გლუვად (თანაბრად) და არა ნახტომისებურად, სხვადასხვა სიმრუდის მქონე გზის ელემენტების შეუღლების (ჩაწერვის) ადგილას (პირდაპირი და წრიული მრუდი, სხვადასხვა რადიუსის წრიული მრუდები ან სხვადასხვა მხარეს მიმართული ასო S-ის სახით (უკუ მრუდები)). გზის სიმრუდის მკვეთრი ცვლილებისას განივი ძალები, რომლებიც მოქმედებენ სატრანსპორტო საშუალებებზე, იცვლებიან ნახტომისებურად, რაც იწვევს მაღალ დინამიურ ზემოქმედებას გზაზე (ლიანდაგი) და ეკიპაჟურ ნაწილზე, ზრდის მათ ცვეთას, ამაღლებს გზის საზღვრებიდან გავარდნის (ლიანდაგში ჩავარდნას) ალბათობას ან სატრანსპორტო საშუალების ამოყირავებას და იწვევს მგზავრთა დისკომფორტს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამყვანი მრუდის მოწყობა მაღალი სიჩქარეებით მოძრაობისას, მძიმე მოძრავი შემადგენლობის მცირე რადიუსის სალიანდაგო მრუდებზე გავლისას, გრძელბაზიანი მოძრავი შემადგენლობის გატარებისას (განსაკუთრებით გრძელი ხისტი ბაზის მქონე მოძრავი შემადგენლობისთვის, მაგალითად ორთქლმავლებისთვის).
გადამყვანი მრუდის გაანგარიშება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გადამყვანი მრუდს ანგარიშობენ ისეთნაირად, რომ დასაწყისში მას ქონდეს ნოლის ტოლი სიმრუდე, როგორც წრფეს, ხოლო შემდეგ მდოვრედ შეიცვალოს სიმრუდე და ბოლოში მიაღწიოს სიდიდეს, რომელიც ტოლი იქნება წრიული მრუდის სიმრუდის (და პირიქით, მოსახვევიდან გამოსასვლელად). რადგანაც გადამყვანი მრუდი წარმოადგენს ვირაჟის (მოსახვევის) ნაწილს, მასზე უზრუნველყოფილია საგზაო ფენილის მზარდი განივი ქანობი (გარე რელსის შემაღლება ლიანდაგში) იმ დონემდე, რომელიც ტოლია წრიული მრუდის ქანობისა (და პირიქით, მოსახვევიდან გამოსასვლელად).
გადამყვანის სახით ყველაზე უფრო ხშირად იყენებენ შემდეგ მრუდებს:
- კლოტოიდა — ფუნქცია ცვალებადი სიმრუდით, ხაზობრივად ზრდადი გავლილი მანძილის პროპორციული. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი მრუდი, სტანდარტული რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის რკინიგზებისათვის.
- კუბური ფუნქცია ზოგჯერ გამოიყენება მეორეხარისხოვანი სალიანდაგო მონაკვეთებისათვის, როგორც უფრო მარტივი გაანგარიშებისათვის.
- კადიოიდა[1][2][3] — კლოტოიდასთან მიმართებაში გააჩნია გარკვეული უპირატესობა მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მცირედი დამუხრუჭების გათვალისწინებით
- ვენის რკალი (გერმ. Wiener Bogen), სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დინამიკის დანარჩენებზე უფრო კარგად გათვალისწინებული.[4] კერძოდ, ის მოსახვევამდე ოდნავ გადაიხრება მოსახვევის საწინააღმდეგო მხარეს განივი ქანობის ერთდროული ზრდით, რომ გზის თავზე აღმართული სატრანსპორტო საშუალების მასის ცენტრი, შევიდეს მოსახვევში მაქსიმალურად მდოვრედ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Белятынский А. А., Чешуйко В. Н., Проектирование переходных кривых при реконструкции автомобильных дорог // Автоматизированные технологии изысканий и проектирования, Компания «Кредо-Диалог», 2007, № 2 (25)
- Ельфимов Г. В. Теория переходных кривых. М., Трансжелдориздат, 1948.
- Замахаев М. С. Переходные кривые на автомобильных дорогах. М., Транспорт, 1965.
- Лагута В. В. Совершенствование проектирования кривых железнодорожного пути в плане./ Реферат диссертации на соискан. степени канд. техн. наук. Днепропетровск, ДИИТ, 2002.
- Величко Г. В., Поспелов П. И., Лобанов Е. М., Филиппов В. В. О нормировании параметров переходных кривых. «Дороги России XXI века», 2002, № 6, с. 80-86.
- Федотов Г. А. Автоматизированное проектирование автомобильных дорог. М., Транспорт, 1986.
- Белятынский А. А., Таранов А. М, Проектирование кривых при строительстве и реконструкции автомобильных дорог, Киев: Выща школа, 1988, ISBN 5-11-000006-9.
- Набиев Р. И., Зиатдинов Р. А. (2013). Заметки об определении математического дизайна, Тезисы 13-й международной конференции «Системы проектирования, технологической подготовки производства и управления этапами жизненного цикла промышленного продукта (CAD/CAM/PDM-2013)», стр. 236, Институт проблем управления им. В. А. Трапезникова РАН, Москва (PDF, 135 Kb).
- Abdullah Arslan, Ergin Tari, Rushan Ziatdinov, Rifkat I. Nabiyev (2014). Transition Curve Modelling with Kinematical Properties: Research on Log-Aesthetic Curves, Computer Aided Design & Applications 11(5), 508—516 (წყარო ჟურნალის საიტზე).
- Farin G. (2001). Curves and Surfaces for CAGD, Morgan Kaufmann, 5th edition.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Лекция 13. Железнодорожные кривые. Дальневосточный Государственный Университет путей сообщения. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2012-02-29
- Величко Г. В., Филиппов В. В.. Сравнительные свойства переходных кривых. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2012-02-29
- Расчёт и разбивка переходных кривых. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-25. ციტირების თარიღი: 2012-02-29
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ არ აგვერიოს კარდიოიდასთან. კადიოიდა შეიქმნა კიევის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტში ა. ა. ბელიატინსკის და ა. მ. ტარანოვის მიერ.
- ↑ Белятынский, Чешуйко 2007.
- ↑ Белятынский, Таранов 1988.
- ↑ Gerard Presle. Der kräftearme Wiener Übergangsbogen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-07. ციტირების თარიღი: 2012-02-29
