ხუტა გაგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაგუა, ხუტა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაგუა.
ხუტა გაგუა
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1935(1935-08-10) (88 წლის)
დაბადების ადგილი გულრიფშის რაიონი, აფხაზეთის სსრ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი მაქსიმ გორკის ლიტერატურული ინსტიტუტი

ხუტა ლავრენტის ძე გაგუა (დ. 10 აგვისტო, 1935, სოფელი ბაბუშერა, გულრიფშის რაიონი) — ქართველი საბჭოთა პოეტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი კურსები 1963 წელს. იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი, სსრკ მწერალთა კავშირის ქართული ლიტერატურის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის სამდივნოს კონსულტანტი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1955 წელს, ლექსთა პირველი კრებული „კვირტების ფეთქვა“ — 1958 წელს. ავტორია პოეტური კრებულებისა: „მიწის სიმღერა“ (1961), „ხმა იდუმალი“ (1964), „გაზაფხულის მოახლოება“ (1971), „გვიანი თოვლი“ (1972), „თანხმობა“ (1975) და სხვა.

მისი ლექსები თარგმნილია რუსულ და სხვა უცხო ენებზე.

1983 წელს ალმანახ „განთიადში“ გამოქვეყნებული ლექსებისათვის დაჯილდოვდა საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემიით. 1988 წელს გადაეცა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ერთტომეული : ლექსები, პოემები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1994. - 392გვ.
  • ლირიკა (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1988. - 381გვ.
  • თანაგრძნობა : ლექსები, პოემა (ავტორი). - სოხუმი , ალაშარა, 1977. - 65გვ.
  • კვირტების ფეთქვა : ლექსები (ავტორი). - სოხუმი, აფხაზეთის სახელგამი, 1958. - 153გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]