გაგრის შავჭრელი ჯიშის სანაშენო მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გაგრის შავჭრელი ჯიშის სანაშენო მეცხოველეობის საბჭოთა მეურნეობა — დაარსდა 1949 წელს გაგრის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობის მესაქონლეობა-მერძევეობის ფერმის ბაზაზე. მეურნეობის საერთო ფართობი 850 ჰა-ს შეადგენდა, მათ შორის სავარგულები 540 ჰა-ზე მეტი. მეურნეობის ძირიტადი საწარმოო მიმართულებაა მერძევეობა და სანაშენო მესაქონლეობა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით (1971). მინიჭებული ჰქონდა კომუნისტური შრომის საწარმოს წოდება. სოციალისტურ შეჯიბრებებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მინიჭებული ჰქონდა 7 გარდამავალი დროშა (მათ შორის 2 საკავშირო) და სსრკ სახელმწიფო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის საპატიო დიპლომები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]