გაგო დრაგო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაგო დრაგო
გაგიკ არუთინიანი
ნამდვილი
სახელი:
Գագո Դրագո
დაბ. თარიღი: 8 მარტი, 1985 (1985-03-08) (39 წლის)
დაბ. ადგილი: ვერიშენი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
მოქალაქეობა: სომეხი
ნიდერლანდელი
მეტსახელი: დრაგო
აქტიურობის
წლები:
2001 - დღემდე
სტილი: მუაი-თაი, კიკბოქსინგი
მასწავლებლები: პეტერ ვან ოსი

გაგიკ ჰარუთინიანი (სომხ. Գագիկ Հարությունյան, გერმ. Gago Drago; დ. 8 მარტი, 1985, ვერიშენი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) ცნობილი როგორც გაგო დრაგოსომეხი-ნიდერლანდელი კიკბოქსერი წარმოშობით ალკმაარიდან. იგი ცნობილია თავისი დარტყმების კომბინაციებით და დარტყმის არაპროგნოზირებადი ტექნიკით, აგრეთვე უაღრესად აგრესიული საბრძოლო სტილით. გაგო ასპარეზობს „K1-MAX“-ში და „ლოეკს დარბაზში“ ედვინ ვან ოსის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბიოგრაფია და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაგო დრაგო დაიბადა 1985 წლის 8 მარტს ვერიშენში, სომხეთის სსრ-ში. 1989 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის გამო, იგი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ნიდერლანდებში. 14 წლის ასაკში ალკმაარის დაბრაზში დაიწო ვარჯიში კიკბოქსში. თავიდან იგი იყო ცნობილი მებრძოლების, საჰინ იაკუტისა და დენის "რუს" შაროიკინის სპარინგ პარტნიორი. 20 წლის ასაკში მან სახელი გაგიკ ჰარუთიანი შეიცვალა და გაგო დრაგო დაირქვა. კარიერის დასაწყისში მას არ მისცეს უფლება გამგზავრებულიყო ბენელუქსიდან ვიზის საკითხის გამო. საბოლოოდ, 2005 წელს მიიღო ნიდერლანდების მოქალაქეობა და ამ პერიოდიდან თავისუფლად იბრძოდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

დრაგოს გულშემატკივრებს იგი ძალიან აგრესიული სტილის გამო უყვართ: ყოველთვის წინ მიიწევს და ზეწოლას ახდენს მოწინააღმდეგეებზე.[1] 2002-2006 წლებში იგი დაუმარცხებელი იყო. ეს გამარჯვებათა სერია შეჩერდა WFCA-ს ღონისძიების დროს, ნიდერლანდებში 2006 წლის 5 თებერვალს, როდესაც გაგო დრაგო ფალდირ ჩაჰბარის დაუპირისპირდა.

2006 წლის 5 აპრილს შედგა დრაგოს დებიუტი „K-1 World MAX 2006 წლის მსოფლიო ღია ტურნირზე“.

2006 წლის 13 მაისს იბრძოდა ამსტერდმში ჩატარებულ 2006 წლის K-1 მსოფლიო გრანდ პრიქსში; ტურნირში იგი რეი სტარინგს დაუპირისპირდა და ბოლო წამზე ქულების დაკარგვით დრაგო მასთან დამარცხდა.

2006 წლის 30 ივნისს თითქმის ორი თვის შემდეგ დრაგო იბრძოდა პირველ K-1 მსოფლიო MAX-ის ფინალში. პირველ რაუნდში გაგო დრაგომ მუხლებზე დასცა 2002 წლის K-1 მსოფლიო MAX ჩემპიონი ალბერტ კრაუსი. ნახევარფინალში იგი ბუაკავ ბანჩამეკს დაუპირისპირდა. გაგო დრაგომ შეხვედრაში ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ტურნირი ახალგაზრდა დებიუტანტისთვის ამ ღამეს დასრულდა. მისმა მოწინააღმდეგემ ბაიაკავ ბანჩამეკიმ აღნიშნული ტიტული მოიგო.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Marcus Öberg vs Gago Drago“. Rumble Of The Kings. 13 November 2009. ციტირების თარიღი: 13 November 2009.
  2. Peligro, Kid (1 July 2006). „K-1: Buakaw Best in World Max Final!“. ADCC NEWS. ციტირების თარიღი: 1 July 2006.[მკვდარი ბმული]