გაგის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაგი (ციხესიმაგრე))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაგი (მრავალმნიშვნელოვანი).
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აღჯაყალა.
გაგის ციხე
Gagi castle (Agchakala).jpg
კოორდინატები: 41°20′07″ ჩ. გ. 44°53′15″ ა. გ. / 41.33528° ჩ. გ. 44.88750° ა. გ. / 41.33528; 44.88750
სტატუსი დანგრეული
გაგის ციხე (საქართველო)
Noun Project - Castle tower.svg

გაგი, აღჩაყალა, აღჯაყალა (თურქ. akçakale — თეთრი ციხე) — ციხესიმაგრე ქვემო ქართლში. მისი ნანგრევები შემორჩენილია მდინარე დებედის ქვემო წელის მარჯვენა ნაპირის ვაკეზე, სოფ. კუშჩის (მარნეულის მუნიციპალიტეტი) მახლობლად.

წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში. სომეხი ისტორიკოსის — ვარდანის (XIII ს.) ცნობით ციხესიმაგრე აუგია ანისის მეფე გაგიკ I-ს (990-1020). ციხის ნანგრევები მოწმობს, რომ იგი გაცილებით უფრო ძველი ნაგებობაა და გაგიკ I-ს, როგორც ჩანს, მხოლოდ განუახლებია.

ციხე მდებარეობდა სავაჭრო მაგისტრალზე. აგებული იყო ველზე ამართულ კლდოვან ბორცვზე, რომელიც საცხოვრებლად გამოყენებული ყოფილა ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან. გაგის ციხე საქართველოს სახელმწიფოს ფორპოსტს წარმოადგენდა სამხრეთ-აღმოსავლეთში. გაგის მფლობელთაგან მოდის XII-XIII საუკუნეების ფეოდალური საგვარეულო გაგელები. XIV საუკუნის წყაროებში გაგის ციხე აღარ იხსენიება. XV საუკუნიდან კი გვხვდება უკვე აღჯაყალის სახელწოდებით.

აღჯაყალა გვიანდელი შუა საუკუნეებში სომხითის მთავარი ციხესიმაგრე იყო. იდგა სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაგისტრალზე, რომელიც საქართველოს აკავშირებდა ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ, ირანთან. აღჯაყალა სამხრეთიდან იცავდა თბილისის მისადგომებს. ირანელი მმართველები დაჟინებით ცდილობდნენ აღჯაყალის ხელში ჩაგდებას, დებედის ველზე მომთაბარეთა დასახლებას, აქ ქართულ ფეოდალური მეურნეობის აღმოფხვრას და ქართლის სამეფოს სამხრეთ მისადგომების მოშლას. ირანის შაჰების პოლიტიკა შეუპოვარ წინააღმდეგობას ხვდებოდა ქართველი მეფეების მხრივ, რომლებმაც, საბოლოოდ შეინარჩუნეს აღჯაყალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]