გაგაემაუგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაგაემაუგა
სამოური ენა — Gaga'emauga
ქვეყანა სამოის დროშა სამოა
სტატუსი ოლქი
ადმინისტრაციული ცენტრი სალეაულა
მოსახლეობა (2011)
7757 კაცი (6 ადგილი)
სიმჭიდროვე 34,78 კაცი/კმ²
ფართობი 223 კმ² (6 ადგილი)
გაგაემაუგა რუკაზე
დროის სარტყელი UTC+13
კოდი ISO 3166-2 WS-GE

გაგაემაუგა (სამოური ენა — Gaga'emauga) — სამოას ადმინისტრაციული ცენტრი. ოლქი ძირითადად მდებარეობს კუნძულ სავაის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ასევე არსებობს პატარა ანკლავები კუნძულ უპოლუზე — ლეაუვაა და სალამუმუ. ოლქის საერთო ფართობია — 223 კმ². ოლქის მოსახლეობის რაოდენობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს — 7757 ადამიანს[1]. ადმინისტრაციული ცენტრია — სოფელი სალეაულა.

ოლქის დასახელება სამოური ენიდან ითარგმნება, როგორც «მთების ახლო მხარე». ოლქის ბელადები სხდომებს ატარებენ ვაიტუუტუუ მალაეში ადმინისტრაციულ ცენტრ — სალეაულაში.

სალეაულას უხუცესები მხარს უჭერენ ტრადიციულ ურთიერთობას საფოტულაფაისთან (ოლქი ფაასალელეაგა), რომლებიც მონაწილეობენ ლეტუფუგას ტიტულის მფლობელის არჩევაში.

კუნძულ უპოლუზე მდებარე ოლქის ნაწილები, ჩამოყალიბდნენ მატავანუს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. ლავის ნაკადებმა თავის გზაზე გაანადგურეს სოფლები, ისინი გადააქციეს ლავის მინდვრებად, რომლებიც დღესაც კი ჩანს. ამ რაიონების მოსახლეობა გადაასახლეს კუნძულ უპოლუზე, სადაც დაარსდნენ სოფლები ლეაუვაა და სალამუმუ. გადასახლების მიუხედავად, მათ შეინარჩუნეს ტრადიციული კავშირი გაგაემაუგას ოლქთან.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]